თემურ აბაზოვის ამბიციები და სკანდალი: „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას ადგენს

© photo: Temur Abazov / FBთემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის ყოფილი მერი, რომელსაც ბრალი ედებოდა არაადამიანურ მოპყრობაში, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში აქტიური წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად პარტიებში შიდა სიტუაცია იძაბება, ხოლო ცალკეული წევრების ამბიციები ზოგჯერ პარტიული ოფისებს სცდება და სკანდალების ახალ საბაბად იქცევა.

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა >>

მორიგი ასეთ საბაბად იქცა მარნეულის ყოფილი მერის, სკანდალურად ცნობილი თემურ აბაზოვის თვითდაჯერებული განცხადება იმის შესახებ, რომ ის აუცილებლად მოხვდებოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სიაში.

სიების განსაკუთრებული მნიშვნელობა

მთლიანობაში საარჩევნო სია პარტიის მომავლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა

ეს განსაკუთრებით იგრძნობა ახლა, როდესაც პროპორციული არჩევნების შედეგები მაჟორიტარულზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა და პარტიის მიერ ამ სისტემით მიღებული პროცენტი პარლამენტში ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს.

მაგალითად, თუ პარტიას პროპორციული სისტემით პარლამენტში 60 ადგილი ერგება და ის 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში მოიგებს, მას 75 ადგილის იმედი უნდა ჰქონდეს. აქედან 30 ადგილს დაიკავებენ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენ ადგილებს სიიდან 1-45 ნომრების მქონე ადამიანები დაიკავებენ, და არა 1-60 ნომრების, როგორც ეს ადრე იყო.

პარტია აბაზოვის წინააღმდეგია

მმართველ პარტიაში აბაზოვის განცხადება უკიდურესად ნეგატიურად შეაფასეს.

„თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი. ეს საკითხი არ განხილულა და არც შესაძლებელია განხილული იყოს“, – კატეგორიულად განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სიის მიხედვით რეკომენდაციებს იღებს პოლიტსაბჭო და საარჩევნო შტაბში.

„კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ვოლსკიმ და აბაზოვის წარსულზე მიანიშნა.

ძველი სკანდალები

აბაზოვი საზოგადოებაში ცნობილი გახდა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის წყალობით.

თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
მარნეულის ყოფილ მერს ხელფასის კომპენსაციაზე უარი უთხრეს

აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე დააკავეს.

წინა დღეს „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად და აიძულებენ საკუთარი შარდით სახის დაბანას მარნეულის მკვიდრ ალახვერდიევს, რომელმაც მანამდე უცენზუროდ მოიხსენია თემურ აბაზოვის და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ცოლები.

2019 წელს სასამართლომ გაამართლა მარნეულის ექს-მერი, რამაც საზოგადოების ნაწილის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მაშინ ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ სასამართლო მმართველი პარტიის მომხრეებს ხელს აფარებს.

ამით აბაზოვთან დაკავშირებული სკანდალები არ დასრულებულა. გამოძიება მის მიმართ ჯერ დასრულებული არ იყო, როდესაც მან თავად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განაცდური (ციხეში გატარებული შვიდი თვის პერიოდის) ხელფასი - 32 ათასი ლარის ოდენობით, რაზეც უარი მიიღო, თუმცა საზოგადოებაში ამ თემას კიდევ დიდ ხანს განიხილავდნენ.

ახალი სახეები და სია

ამასთან, „ქართული ოცნების“ მომავალი დეპუტატების სიაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„რაც შეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. სიაში ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი იქნება, ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში ახალი ენერგია, იდეები, პროგრესი. ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და რასაკვირველია, დავაკომპლექტებთ სიას ძლიერი კადრებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ დეპუტატის სავარძელში შესაძლებელია საზოგადოებამ იხილოს ყოფილი პრემიერი მამუკა ბაქრაძე ან პარტიიდან წასული სხვა რომელიმე ადამიანები.

ამასთან, ნებისმიერი პარტიის სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს ქალი და ყველას აინტერესებს, რომელი ქალბატონები იქნებიან სიაში - უკვე ცნობილი დეპუტატები თუ ახალი სახეები. თუმცა მთავარ ინტრიგად რჩება სიის პირველი ნომერი და მოისურვებს თუ არა პარტიის ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატის სავარძლის დაკავებას.

ყველა ახალი ამბავი
0