გახარია: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ბიზნესგარემო დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია თავისი პრობლემების გამო მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომპანიასთან დაკავშირებით ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას

ბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზენსგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  ამერიკული კომპანია Frontera Resources Corporation-ის შესახებ საუბრისას.

სკანდალი ამერიკული კომპანიის ირგვლივ გრძელდება: Frontera პირობებით უკმაყოფილოა>>

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკულ კომპანია Frontera Resources Corporation-ს საქართველოში დარჩენის ნებართვა მისცეს, მაგრამ ძალზე მოკრძალებული პირობებით - მას ადრინდელი ტერიტორიების მხოლოდ 1% დარჩება.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
Frontera-ს საქართველოში მუშაობის ნება დართეს, ოღონდ მოკრძალებული პირობებით

გახარიას განცხადებით,  „ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო და ამ დავის შედეგად საძიებო ტერიტორიის 99% დაიბრუნა.

„ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის, იმ ტერიტორიის 99% მთავრობამ დაიბრუნა. ერთ პროცენტზე, რომელზეც საქართველოს სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული მხარით შეეძლო, დაბრუნების პროცესი დაეწყო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა, რადგან ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვესტიცო კლიმატი, ქვეყნის ბიზენსგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის  განცხადებით,  არავის უნდა მიეცეს  შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა საკუთარი მიზნისთვის გამოიყენოს და ასევე, დაცული უნდა იყოს ამ კომპანიაში დასაქმებული ქართველების ინტერესები.

თავის მხრივ, კომპანია Frontera Resources Corporation თავისი პრობლემების გამო საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციას. კომპანიის  აღმასრულებელი დირექტორის, ზაზა მამულაიშვილის განცხადებით,  Frontera უკმაყოფილოა იმ პირობებით, რომლებიც მას საქართველოს მთავრობამ შესთავაზა.

ნავთობის ამოსაქაჩი დანადგარი - Sputnik საქართველო
სკანდალი ამერიკული კომპანიის ირგვლივ – წავა თუ არა საქართველოს ხელისუფლება კომპრომისზე

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში.

კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.

საქართველომ ამერიკულ კომპანიას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო>>

საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0