მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპის რეიტინგი ეცემა

© AFP 2024 / ALEX WONGდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის ტრამპის ელექტორალური რეიტინგი ზოგიერთ გამოკითხვებში 40%-ზე დაბალ დონეს ინარჩუნებს და კვლავ იკლებს

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი 40%-ზე დაბლა დაეცა. ამას მოწმობს აშშ-ის რამდენიმე სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვების შედეგები.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ოვალურ კაბინეტზე პრეტენზიას აცხადებენ თავად მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ვის ამსგავსებს თავს დონალდ ტრამპი დამცავ პირბადეში: პრეზიდენტმა განმარტა

ტრამპის ხელმეორედ არჩევის შანსები გაზაფხულიდან მცირდება. ბოლო ეროვნული გამოკითხვის - 270 to Win - მიხედვით მისი რეიტინგი 39,6%-მდე შემცირდა, ამ დროს ბაიდენის რეიტინგი 48,9%-ს აღწევს.

RealClear Politics-ის გამოკითხვა ტრამპს ანიჭებს 40,1%-ს, მის დემოკრატ კონკურენტს - 48.7%-ს.

ეროვნული გამოკითხვა Ipsos/Reuters ტრამპს ასევე 40%-ზე ნაკლებს აძლევს, ხოლო ბაიდენს - 47%-ს. იგივე სურათს აჩვენებს სხვა სოციოლოგიური სამსახურებიც.

ბაიდენის არჩევის შანსი შეიძლება გაზარდოს „მეორე ნომრის“ - ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის არჩევამ. პერსონიდან გამომდინარე რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. დემოკრატების ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ძირითად პრეტენდენტებს შორის ასახელებენ კამილა ჰარისს და სიუზან რაისს, საკმაოდ კარგი შანსები აქვს ელიზაბეტ უორენს და ყოფილ პირველ ლედი მიშელ ობამასაც.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო
მკაფიო სურვილი: მეგან მარკლი აშშ-ის პრეზიდენტობას აპირებს

მოსალოდნელია, რომ ტრამპი არჩევნებზე გავა მაიკ პენსთან ერთად, რომელიც მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია.

„მეორე ნომრის“ ვინაობა აგვისტოში, ორივე პარტიის ყრილობებზე გაირკვევა.

საინტერესოა, რომ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვები დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა ჰილარი კლინტონს, თუმცა ტრამპმა ამომრჩეველთა ნაკლები მხარდაჭერით მაინც შეძლო გამარჯვება არაპირდაპირ (ორსაფეხურიანი) არჩევნებზე. მის შანსებთან დაკავშირებით სურათი უფრო ცხადი უკვე შემოდგომაზე გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0