თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამცავ ნიღაბში თავს ვესტერნების პერსონაჟს ამსგავსებს, ამის შესახებ მან Fox Business-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პირბადეს ვიკეთებდი და, პრინციპში, მომეწონა კიდეც, როგორ გამოვიყურებოდი... ეს მუქი, შავი პირბადე იყო და... მარტოხელა რეინჯერს ვგავდი“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, პანდემიის პირობებში ის აბსოლუტურად ემხრობა დამცავი ნიღბების ტარებას, თუმცა თავად საჯარო ღონისძიებებზე ხშირად არ უკეთია პირბადე.
მისი განმარტებით, ეს იმიტომ, რომ ახლოს არ მიდის ღონისძიებების მონაწილეებთან, ხოლო ყველა ის ადამიანი, ვისაც მასთან კონტაქტი აქვს, წინასწარ გადის ტესტირებას COVID-19-ზე.