საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გორის ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიქართველი ჯარისკაცები აღლუმზე
ქართველი ჯარისკაცები აღლუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ჰოსპიტლის ექიმების განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა, რომლებსაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდათ, სტაბილურია.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ავღანეთში COVID-19-ით ინფიცირებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

28 ქართველი სამხედრო, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ავღანეთიდან სამშობლოში სპეცრეისით 10 ივლისს ჩამოიყვანეს. ამჟამად ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურე პირბადით - Sputnik საქართველო
ექიმი ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების მდგომარეობის შესახებ

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება, სამხედროებს ჰოსპიტალში სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში გელა გიორგაძე ეწვია და სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით მათი მდგომარეობით დაინტერესდა.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი სამედიცინო კურსს გადიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, – განაცხადა გიორგაძემ.

სამხედროები, რომლებიც მონაწილეობენ ნატოს სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, სამშობლოში გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებული სამხედროები, სხვა სამხედროების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს.

დანარჩენი სამხედროები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდათ>>

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0