ქება თუ კრიტიკა? საქართველოში ევროპარლამენტარების მოხსენება სხვადასხვაგვარად აღიქვეს

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმა მოხსენებამ საქართველოს შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტი იხილავს, ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულმა მოხსენებამ, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება, ქვეყანაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ამერიკული ფულის ფასი: საქართველოს ხელისუფლების რეაგირება სკანდალურ კანონპროექტზე >>

ევროპარლამენტარებმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილეს დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება პროგრესზე, რომელსაც ქვეყანა რეფორმების გატარების შედეგად მიაღწევს. კერძოდ, ნახსენებია რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ძალაუფლების გადანაწილება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და საარჩევნო სისტემის რეფორმა.

ევროპარლამენტარების განცხადებით, დამდეგი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული კურსის დასამტკიცებლად. დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციის პირობებში ჩატარდება.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

„არჩევნების წელს მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური სუბიექტები მოქმედებდნენ პასუხისმგებლობით და ასრულებდნენ ერთმანეთისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ დაპირებას, რათა მათი მიღწევები და მისწრაფებები არ შეეწიროს შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას“, - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, მოხსენების წარმდგენმა სვენ მიქსერმა კენჭისყრის შემდეგ.

კიდევ ერთი აქცენტი გაკეთდა საქართველოში მასმედიის თავისუფლებაზე. ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეიკავონ სასამართლო საქმეების აღძვრისგან პოლიტიკური მოტივებით მასმედიის მფლობელების წინააღმდეგ და გადადგან ნაბიჯები დეზინფორმაციული კამპანიის თავიდან ასაცილებლად.

ამ კონტექსტში მათ ხაზი გაუსვეს სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ასევე პოლიტიკური შეხედულებების მიუკერძოებელ გაშუქებას როგორც კერძო, ისე საზოგადო მაუწყებლების პროგრამებში დამდეგი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

ევროპარლამენტარების კრიტიკა დაიმსახურა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა, ვინაიდან, მათი აზრით, ის „სრულად არ შეესატყვისებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“. მათ ხაზი გაუსვეს დეპოლიტიზებული სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩარევისგან.

მოხსენება ევროპარლამენტში დასამტკიცებლად სექტემბერში იქნება წარდგენილი.

აზრთა სხვადასხვაობა

ხელისუფლება და ოპოზიცია, ტრადიციულად, დოკუმენტს განსხვავებულად კითხულობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვერ დამალა კმაყოფილება იმით, რომ შესწორებების საბოლოო ვარიანტში არ არის ნახსენები ქართული ოპოზიციური არხის თანამფლობელი გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
აშშ-მა საქართველოს ფინანსური დახმარება გაუყინა? დეპუტატები სკანდალურ ინფორმაციას უარყოფენ

„ოპოზიცია ამას ელოდა. მაგრამ ეს არ მოხდა. და ეს ევროპარლამენტთან ჩვენი თანამშრომლობის კარგი შედეგია. ისინი კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ევროპარლამენტის ანგარიში - კიდევ ერთი ნაბიჯია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში. საქართველო აღიარებულია ლიდერად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. და ამჯერად ჩვენ ევროკავშირის მთავარ პარტნიორებად ვართ დასახელებული როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე სავაჭრო სფეროშიც“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციამ კი მაინც მოახერხა რურუას გვარის დანახვა მასმედიის მფლობელების დაკავების შესახებ ფრაზაში.

„პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და მნიშვნელობა არ აქვს, არის იქ მისი გვარი თუ არა. ამ დოკუმენტში საუბარია სხვა გახმაურებულ საქმეებზეც, მასმედიის თავისუფლების პრობლემებზე, საარჩევნო რეფორმაზე. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ამ დოკუმენტზე რეაგირებას ისე, როგორც ადრე, და იმის მტკიცებას, რომ ევროპარლამენტარები მოსყიდული არიან ან ლობისტების გავლენის ქვეშ მოექცნენ, ან ისინი შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ მივიღებთ უფრო მწვავე რეაქციას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.

კმაყოფილი ექსპერტები

ექსპერტი თამარ კიკნაძე ევროპარლამენტის კომიტეტის მოხსენებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამჯერად ვერ მოახერხა თავისი იდეების გატანა.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

„მთლიანობაში მოხსენება დადებითია, ოპოზიცია ეცადა, რომ მასში ეხსენებინათ რურუა, მაგრამ ევროპარლამენტარები ამაზე არ წავიდნენ. ხოლო შეფასება არჩევნების თემაზე არის არა გაფრთხილება, არამედ საერთო შეფასება“, - განუცხადა კიკნაძემ Sputnik-საქართველოს.

მეორე ექსპერტი არჩილ სიხარულიძე მოხსენებაში ხედავს ყველა ძალის გაფრთხილებას.

„ამ სიტყვებში არის მოწოდება ყველა მხარის მიმართ. ჩვენთან რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ყველა მიმართვა ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ოპოზიციის ქცევაზე კი არავინაა პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სიხარულიძემ.

ექსპერტის აზრით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩაატაროს. მაშინ დასავლეთი აღიარებს, რომ არჩევნები შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0