12 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Seyran Baroyanქობულეთი
ქობულეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 12 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–22 ივლისი

12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72. 

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.

12 ივლისს დაბადებულები

12 ივლისს მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები იბადებიან. მათი ცხოვრება მშფოთვარე, სხვადასხვა მოვლენებითა და არაერთმნიშველოვანი სიტუაციებით იქნება სავსე. ეს ადამიანები აღმერთებენ მოგზაურობას, უყვართ ადგილის ხშირი ცვლა. არიან მერყევი ხასიათისა, რაც შეიძლება არასასიამოვნო სიურპრიზების მიზეზი გახდეს. ამან ასევე შეილება გამოიწვიოს საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობა, რაც ასევე სირთულეებს გამოიწვევს. კარმული გავლენის რამენაირად შესაცვლელად საჭიროა მოთმინება, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და სრულყოფისკენ სწრაფვა.

ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>

12 ივლისს დაბადებულებს ადამიანების დარწმუნების უნარი აქვთ. მათი არგუმენტები საკმაოდ ლოგიკური და წონადია, ასევე ბუნებისგან აქვთ მინიჭებული „მომთვინიერებლის“ ნიჭი; იციან, როგორ იმოქმედონ თანამოსაუბრეზე, როდის გაიღიმონ ან როდის დაემუქრონ. არიან ინიციატივიანი ადამიანები. შეუძლიათ მოხერხებულად და მოქნილად წარმოადგინონ თავიანთი იდეები.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ამ დღეს დაბადებულები მშობლების ამპლუაში საკუთარი შვილების მიმართ ძალზე მომთხოვნი არიან. მიჩვეული არიან, რომ საკუთარი აზრი მოახვიონ დანარჩენებს და ხანდახან ავიწყდებათ კიდეც, რომ შვილები მათი ოპონენტები ან მეტოქეები არ არიან. ამის შედეგად, ბავშვებს შეიძლება დააკლდეთ ნებისყოფა, გაიზარდონ უინიციატივო ადამიანებად, რაც შემდეგ ცხოვრებაში მათ ხელს შეუშლის.

ასეთი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას სასიყვარულო ურთიერთობებშიც. 12 ივლისს დაბადებულები ცდილობენ, დათრგუნონ პარტნიორი ნება, პარტნიორი კი ამას ხშირად ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, შეიძლება წარმოიქმნას ხშირი კონფლიქტები. ეს ადამიანები პარტნიორად, ცხოვრების მეგზურებად ეძებენ ასეთივე ძლიერ და ნებისყოფიან ადამიანებს, რაც ხშირად რთული ამოცანა ხდება, ამიტომ მათთვის პირადი ბედნიერება რთულად მისაღწევია.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის გამოირჩევიან საზოგადოებაში. სამუშაოზე უნაკლოდ კომპეტენტურნი არიან, დისპუტებზე შესანიშნავი არბიტრის როლს ასრულებენ. ამასთან, ისინი ანგარიშს არ უწევენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი აღტაცება და აღფრთოვანება, ან, თუნდაც, პატივისცემა არ დაიმსახურეს. ამასთან, ეძებენ ისეთ სამსახურს, სადაც ხელმძღვანელის პირდაპირ დაქვემდებარებაში არ იქნებიან. ასევე უჭირთ იმ ორგანიზაციის ფილოსოფიის მიღება, სადაც მუშაობენ, რადგან აქვთ თავიანთი რწმენა, დარწმუნებული არიან თავიანთ სიმართლეში და ძალზე ჯიუტი არიან.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

12 ივლისს დაბადებულები, ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად იმტერებენ ხალხს, ყოველთვის დარწმუნებული არიან, რომ მათი ქმედებები საყოვალთაო სიკეთეს ემსახურება. მაგრამ გარშემომყოფები მათ მტკიცე და უდრეკ საქციელში ხშირად ხედავენ დიქტატორულ გამოვლინებებს. ლოგიკური აზროვნების წყალობით ეს ადამიანები მაქსიმალურად სწრაფად პოულობენ პრობლემის გადაჭრის გზებს და ამით მოწინააღმდეგეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევენ. კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად მათ ხანდახან განზე უნდა გაიწიონ და დანარჩენებს საშუალება მისცენ, მიიღონ გადაწყვეტილებები და თავი გმირებად იგრძნონ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ჯანმრთელობა

12 ივლისს დაბადებულები საკუთარ ჯანმრთელობას, შეიძლება ითქვას, უდიერად ეპყრობიან, რადგან მთელი მათი ყურადღება სამუშაოსა და პროექტებზეა გადართული. ამიტომ მათ წაადგებათ პერიოდული ვიზიტი ექიმთან; გარდა ამისა, მათთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ცურვა, სირბილი, აერობიკა და სხვა. სამუშაოსგან განტვირთვისთვის კარგი იქნება, თუ ხშირად გავლენ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. თვალი უნდა მიადევნონ რაციონს და არ გადაიტვირთონ სხეული საკვებით.

რჩევა:

უნდა ისწავლოთ დათმობა, როცა ეს აუცილებელია; არ ღირს მუდმივად სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევა. მეტად გალისხმიერი იყავით ახლობლების საჭიროებებისა და გრძნობების მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0