აფრასიძეების საქმე: 16 წლის შემდეგ ოჯახი სამართლიანობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი ამხელს კონკრეტულ პირებს, რომლებიც 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სვანეთში 2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ევგენი და ომეხ აფრასიძეების მეუღლე და დედა – დოდო აფრასიძე სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო >>

ამ მიზნით ქალი და ოჯახის სხვა წევრები დღეს გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. შეხვედრამდე კი ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ამ სპეცოპერაციაში დამნაშავეები და მონაწილეები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და სააკაშვილის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

ქალის განცხადებით, დამნაშავეები ახლაც დაუსჯელები არიან და ბრალს არ აღიარებენ, მეტიც, ბრალდებები კვლავ მათი ოჯახის მისამართით ისმის.

დოდო აფრასიძე დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაცია მაშინდელი ხელისუფლების მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი შეტევა იყო.

მან ჟურნალისტებს 2004 წლის 24 მარტის ტრაგიკული დილის დეტალები უამბო.

იტალიის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ხუთმა ქართველმა იტალიელი მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა: დამნაშავეები დააკავეს

„ჩემი შვილი (ომეხი) ხელფეხშებორკილი გაიყვანეს სახლიდან, რის შემდეგაც შუა გზაში დააგდეს და დაცხრილეს. ჩემი ხელებაწეული მეუღლე (ევგენი აფრასიძე) აივანზე რომ გამოვიდა, ესროლეს, დაჭრეს სასიკვდილოდ. ჩვენს ოჯახში თუ რამ კარგი იყო, ყველაფერი გაზიდეს და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ჩემი მეუღლე ცოცხლად დაწვეს. როცა ამბობენ, სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნესო. სად არის ის იარაღი, მოხვდა ვინმეს? ან ამოიღეს იარაღი საერთოდ? გამოსაყენებლად ვარგისი იარაღი ჩვენი ოჯახიდან არ ამოუღიათ“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

მისი თქმით, სამხედოებმა, რომლებიც ოპერაციას ატარებდნენ, უკვე გარდაცვლილ ომეხს ბეჭედი ვერ მოხსნეს, „წააჭრეს თითი და ისე გამოაძრეს ბეჭედი“.

შსს-მ აღნიშნული სპეცოპერაცია სვანეთში 16 წლის წინ ჩაატარა. ის 2004 წლის 24 მარტს, დილის 06:00 საათზე დაიწყო.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაღალმთიან რეგიონში ლიკვიდირებულია სამი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი – აფრასიძეების ოჯახის წევრები, და დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ნემცოვი მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი

სპეცოპერაციაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმების 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მესტიაში კოპიტნარის აეროდრომიდან 10 ვერტმფრენით ჩაიყვანეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში სპეცოპერაციის დროს მოხდა ურთიერთსროლა ადგილობრივ კრიმინალ ავტორიტეტებთან, რომლებმაც სამართალდამცველ ორგანოებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ესენი იყვნენ ევგენი აფრასიძე და მისი სამი ვაჟი - გოჩა, ომეხი და შმაგი.

სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, ისინი მძიმე დანაშაულების ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილები და მართლმსაჯულებას დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდნენ. ურთიერთსროლისას სამი ბოროტმოქმედი მოკლეს, შმაგი აფრასიძე კი დაიჭრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთსროლისას სერიოზულად დაზიანდა ერთ-ერთი ვერტმფრენის კორპუსი, რომელმაც ეცერში სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩაიყვანა. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში "ქართული მაფიის" 18 წევრი დააკავეს

გიორგი ბარამიძემ, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფრასიძეების კლანი ეჭვმიტანილი იყო თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის ძმის, ლევანის გატაცებაში.

შსს-ს 2004 წლის მონაცემებით, აფრასიძეების ოჯახის წევრები ფიგურირებდნენ მრავალრიცხოვან მკვლელობებში, ყაჩაღობებში და ადამიანთა გატაცებებში როგორც სვანეთში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.

სპეცოპერაციის მსვლელობას აკონტროლებდა სამი მაღალჩინოსანი – გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი. ახლა აფრასიძეების ოჯახი ჩადენილი დანაშაულისთვის სამივეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0