თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ესპანეთში 10 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების 23 წევრი დააკავეს, რომელთაგან 18 ქართველია.
ესპანეთის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფებას „კანონიერი ქურდი“ ხელმძღვანელობდა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდის.
ბრალდებულები ნაქურდალს ერთ-ერთ მაღაზიაში აბარებდნენ, რომლის მფლობელიც დამნაშავეებთან იყო შეკრული, მიღებულ თანხას ე.წ. „ობშიაკში“ დებდნენ და ნარკოტიკებს ყიდულობდნენ.
ესპანეთის შსს იუწყება, რომ დანაშულებრივი დაჯგუფების წევრებს შორის იყვნენ საკეტების გახსნის „სპეციალისტებიც“. ყველა დამნაშავე ამ დროისთვის გისოსებს მიღმა იმყოფება.