ქართველი "კანონიერი ქურდი" ციხის ნაცვლად უცხოეთში მიემგზავრება

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტარიელ ფოცხვერია, რომელიც 2012 წელს დააკავეს, ბოლო რამდენიმე წელია კიბოთია დაავადებული და ციხის ნაცვლად, სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტარიელ ფოცხვერიასთან მიმართებით, რომელსაც ე.წ. „ქურდული სამყაროს“ კავშირი ედება, სასჯელის აღსრულება გადაავადა და მას, მკურნალობის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება მისცა, იუწყება ფოცხვერიას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

2012 წელს ტარიელ ფოცხვერია დააკავეს და   „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით ექვსი წელი მიუსაჯეს. ბოლო რამდენიმე წელი ის კიბოთია დაავადებული და ციხის ნაცვლად, სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული.  ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ადვოკატმა ვერ შეძლო მისი გათავისუფლება.

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია… სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა“, — განაცხადა მოსიაშვილმა.

ამ დროისათვის ფოცხვერია ჯერ კიდევ საქართველოშია და მას უცხოეთში სამკურნალოდ გასამგზავრებლად ამზადებენ. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში მოხდება ფოცხვერიას მკურნალობა, ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0