ახალი სოფელი მარნეულის რაიონში – ვისთვის აშენებს ახალ სახლებს ხელისუფლება

გამოწერა
ახალ დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა 31 ოჯახი თავის საკუთარ ჭერსა და მიწის ნაკვეთს მიიღებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის ტიპის დასახლებას ააშენებენ, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი 31 სახლის მშენებლობას ითვალისწინებს და ის გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროგრამის „ერთი თვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად" ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის მსვლელობასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში გაეცნენ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
„ერთი თვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად“ – ტიკარაძე უწყების პროექტის შესახებ

მარნეულის გარდა, პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 122 სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალ სახლებში შესახლების შემდეგ ოჯახებს, შემოსავლის წყაროს სახით, გრანტებსაც გამოუყოფენ.

ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელსაც გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს, მიმართულია იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური ინტეგრაციის, ეკონომიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების ხელშეწყობისკენ. პროექტს, საქართველოსა და გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს დანიის საბჭო დევნილთა საკითხებში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ივნისის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ იწყებს ახალ პროექტს „ერთი თვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად", რომლის მიზანია მოსახლეობას გააცნოს ის რესურსები, რომელთა წარდგენა მათთვის ჯანდაცვის უწყებას შეუძლია.

წყალტუბოს რაიონში ბინას კიდევ 560 დევნილ ოჯახს გადასცემენ>>

დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება. ეკატერინე ტიკარაძე ამ პროექტის ფარგლებში უკვე ეწვია სამეგრელოსა და აჭარას.

ყველა ახალი ამბავი
0