თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ახალ პროექტს „ერთი თვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად“, რომელიც მოსახლეობას გააცნობს იმ რესურსებს, რომელთა წარდგენაც მათთვის უწყებას შეუძლია, განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.
„ყველა მოქალაქესთან, რომელთანაც ჩვენ გვიწევს ურთიერთობა და მათ ესაჭიროებათ სამინისტროს დახმარება, ჩვენ მივალთ მათთან და მათ შორის პირადად მეც. ყველა რეგიონში ვივლი, იქ, სადაც დაგეგმილია ღონისძიებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში რეგიონული ცენტრებისთვის სასწრაფო დახმარების 60 მანქანის გადაცემა იგეგმება. ასევე იგეგმება სამედიცინო დაწესებულებების ახალი შენობების გახსნა, რომლებშიც მედპერსონალი კომფორტულად იმუშავებს.
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 360 ბინის გადაცემაა დაგეგმილი. ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩასვლა გურიაში ეკომიგრანტებთან; თბილისში კი გაიმართება С–ჰეპატიტისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება.