კრიმინალი საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

© Sputnik / STRINGERპოლიცია დანაშაულის ადგილზე
პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია ქურდობა, ოჯახური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

თბილისი,  6 ივლისი — Sputnik. მაისში, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისი შეზღუდვები მოქმედებდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაული 25,86%-ით შემცირდა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კრიმინალი საგანგებო მდგომარეობის პიკზე: რა სახის დანაშაულია ჩადენილი საქართველოში >>

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტიდან 22 მაისამდე მოქმედებდა, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ზოგიერთი კი დღემდე მოქმედებს.

დანაშაულის დინამიკა

თვე დანაშაულის რაოდენობა
იანვარი 5 334
თებერვალი 5 692
მარტი        5 366
აპრილი 3 493
მაისი           4 224 

დანაშაულის დინამიკის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ყველაზე ნაკლები დანაშაული ჩადენილია აპრილში – ყველაზე მკაცრი შეზღუდვების პერიოდში.

მაისში ეს რიცხვი შედარებით გაიზარდა. ამ პერიოდში დარეგისტრირდა დაახლოებით 4,2 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 25%.

დაკავება - Sputnik საქართველო
ფოთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქურდობა – მაისში 1 054 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა (463 შემთხვევა თვეში). იზოლაციის მეორე თვეში ოჯახური ძალადობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

მესამე ადგილზეა თვითმკვლელობამდე მიყვანა. საქართველოში არსებული სტანდარტული პროტოკოლით გამოძიება აღიძვრება ამ მუხლით იმ შემთხვევაში, როდესაც აღმოჩენილია ცხედარი ძალადობრივი სიკვდილის პირველადი ნიშნების გარეშე. ექსპერტიზის შემდეგ შესაძლებელია საქმის გადაკვალიფიცირება.

მაისში სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა ამ მუხლით 211 საქმე აღძრეს, რაც 16,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.

შემცირდა თუ არა დანაშაული საქართველოში

2020 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე ჩადენილი დანაშაულის საერთო რიცხვს თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ხუთ თვეში ეს რიცხვი 18,3%-ით შემცირდა და 23 114-ს გაუტოლდა.

ამასთან ამ პერიოდში გაიზარდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, მკვლელობის მცდელობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

ამავე დროს შემცირდა ძარცვა, იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, ტრანსპორტზე ჩადენილი დანაშაული, ოჯახური ძალადობა და სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული.

რაც შეეხება ყველაზე ხშირად ჩადენილ დანაშაულს, აქ ლიდერობს ქურდობა და ოჯახური ძალადობა.

ყველაზე გავრცელებული დანაშაული საქართველოში 2020 წლის იანვარ-აპრილში:

დანაშაული რაოდენობა       გახსნილია
ქურდობა           7 290  19,15%
ოჯახური ძალადობა 2 169 61,04%
სატრანსპორტო დანაშაული 1 316  6,23%
ნარკოდანაშაული      1 312 76,68%
მუქარა           1 110 68,02%

რამდენი დაისაჯა

1 იანვრიდან 31 მაისამდე სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 6 160 პირი, საიდანაც 866 პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. ამასთან 2 305 დაკავებული პასუხისგებაში თბილისში მიეცა.

2 616 ბრალდებულისთვის საქმე დასრულდა წინასწარი პატიმრობით, დანარჩენები გირაოთი გათავისუფლდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0