კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები - ხობის რაიონში საწიწილე მეურნეობა გაიხსნა

გამოწერა
ახალი მეურნეობის ძირითადი დანიშნულება ამ იშვიათი ფრინველის გამრავლება და შემდეგ ველურ ბუნებაში გაშვებაა

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების დაცვის სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო, იუწყება პირველი არხი.

მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას.

საქართველოში იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა - Sputnik საქართველო
საქართველოში იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა

ფერმაში, გარდა კოლხური ხოხობისა, ასევე მოაშენებენ ხონთქრის ქათმებს (Porphyrio porphyriо). სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ხოხბების რაოდენობა ათასამდე გაიზრდება.

ფრინველის საკვების უზრუნველსაყოფად წელს ათამდე ჰექტარზე სიმინდი დათესეს. მომავალში მზესუმზირისა და მცენარეთა ენდემური სახეობების დათესვა იგეგმება.

ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, მეურნეობის ძირითადი ამოცანაა ხოხბების მომრავლება და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება.

კოლხური ხოხობი მოშინაურებულ ფრინველთა რიცხვს განეკუთვნება. ის ბუდობს ტყეებსა და ბუჩქნარში.

ველური ბუნების სააგენტო საქართველოს ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაზე ზრუნავს, მათ შორის, იშვიათი სახეობის ფრინველებისა და მცენარეების.

ყველა ახალი ამბავი
0