თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობა კაკბის წიწილები გამოიჩეკა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება სააგენტოში 2016 წლიდან მიმდინარეობს.
გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.
© photo: Sputnikსაქართველოში იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა
საქართველოში იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა
© photo: Sputnik
დღეისათვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს.