აზიური ფაროსანა აქტუალობას არ კარგავს: საჩხერეში მავნებლებს ებრძვიან

CC BY-SA 2.0 / Ton Rulkens / stink bugაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავლებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშოები კვლავ გაგრძელდება.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შესაბამისი  ღონისძიებები ჩატარდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო. 

ხაფანგი აზიური ფაროსანასთვის - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დაიწყონ

სოფლების ტეროტორიები სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით,  შეწამვლითი სამუშაოები ღამის საათებში, ტერიტორიის მეპატრონეებთან შეთანხმებით ჩატარდა.

მოსახლეობის ინფორმირების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საქართველოში აზიური ფაროსანა  2015 წელს გამოჩნდა და ცუტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  საქართველოს მთავრობამ სპეციალური  პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ–ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავლებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშოები კვლავ გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0