სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დაიწყონ

© photo: National Food Agency / FBხაფანგი აზიური ფაროსანასთვის
ხაფანგი აზიური ფაროსანასთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
სითბოსთან ერთად დგება აზიური ფაროსანას გამრავლების პერიოდიც. ამასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში მავნებლის განადგურების პროფილაქტიკური სამუშაოები განახლდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში აზიურმა ფაროსანამ უკვე დაიწყო გამრავლება, ამიტომ სპეციალისტები ფერმერებს მავნებელთან ბრძოლის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა არ შეწყვეტილა.

საქართველოში, კორონავირუსის მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება>>

დასავლეთ აქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი მავნებლის რიცხოვნობისა და არეალის დადგენის მიზნით.

„მონიტორინგის შედეგებით, მავნებელი, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, ახლა იწყებს კვერცხდებას და გამრავლებას. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერების ჩართულობა და შეწამვლის სამუშაოების დროულად და სწორად ჩატარება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია თხილის მოსავალს ავნოს.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს კვლავ შეუტია

სურსათის ეროვნული სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათიათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისგან.

შეწამვლითი სამუშაოებისათვის გამოყოფილია 2,5 ათასი სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებები ჩატარდა, კერძოდ, სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა. შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.

აზიური ფაროსანას გამრავლებისთვის დასავლეთ საქართველო ყველაზე ხელსაყრელი გარემო აღმოჩნდა. მავნებელი, ბაღების გარდა, მოსახლეობის სახლებსაც უტევს.

თხილის პლანტაცია - Sputnik საქართველო
მავნებლის ძიებაში: მოძრავი ლაბორატორია ქართულ სოფლებს ამოწმებს

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. მან თხილისა და ციტრუსების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ტერიტორიის ქიმიური დამუშავება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მეთოდი მსოფლიოში სანიმუშოდ აღიარეს. ქვეყანა ახლა თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს მოახერხა მავნებლისგან გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, პროფილაქტიკური სამუაოები გრძელდება. როგორც ცნობილია, ზამთრის „გამოძინების“ შემდეგ აზიური ფაროსანას გამრავლების პერიოდი დგება.

ყველა ახალი ამბავი
0