საქართველოში, კორონავირუსის მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

CC BY-SA 2.0 / Ton Rulkens / stink bugაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გაგრძელდება, ნათქვამია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის დავალებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და მავნებლისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. მავნებელმა დასავლეთ საქართველოში თხილისა და ციტრუსების უდიდესი ნაწილი გაანადგურა. 

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს კვლავ შეუტია

აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა და პრეპარატები. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უკვე დაიწყეს.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგსა და ქიმიურ შეწამვლას. ფაროსანასთან საქართველოს ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთ სამაგალითოდ აღიარეს და დღეს იგი გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.

აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლო ფაროსანას დამარცხება და თავისუფლად ამოისუნთქა, რადგან დასავლეთ საქართველოში მავნებელი თითქმის აღარ გვხვდება. მიუხედავად ამისა, პროფილაქტიკური სამუშაოები წელსაც ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0