თბილისში ამსტერდამიდან ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა

© photo: Sputnik / Stringer„საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი
„საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩარტერული რეისების, მათ შორის სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ამსტერდამიდან ჩარტერული რეისი განახორციელა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

„ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე. ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი - Sputnik საქართველო
Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები: ფასები და განრიგი

უწყებაში აზუსტებენ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით, რომელთა მიზანს „პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს“.

მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობამ განაახლა თანამემამულეთა სამშობლოში დაბრუნების პროგრამა. ექვს ივლისს ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით წარადგენს ავიარეისების კონკრეტულ განრიგს, მოქალაქეთათვის მისაღები ფასებით.

საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გადადო – როდემდე აიკრძალა ავიამიმოსვლა >>

ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოქალაქეებს მოუწოდა, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგი ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდებზე.

ყველა ახალი ამბავი
0