თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე შეზღუდვები 2020 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეაჩერა. ქვეყნის ხელისუფლებას გეგმაში ჰქონდა, რომ 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გახსნიდა საზღვრებს.
„რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით", – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.