„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით თქვენ გაეცნობით რეისების განრიგსა და ბილეთების ფასს. თუმცა, რამდენიმე რეისზე ბილეთები უკვე გაყიდულია. ინფორმაცია დააზუსტეთ Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე.
ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე სწორედ Georgian Airways-ის ჩარტერული რეისებით დააბრუნა.