საშიში ინფექცია: რამდენი ადამიანია დაავადებული საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც მალე დატოვებს კლინიკას.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან ყირიმ-კონგოს ცხელების ათი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით ამჟამად ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და მალე დატოვებს კლინიკას.

„ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინიც დატოვებენ კლინიკას", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ყირიმ-კონგოს ცხელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. დაავადება იწყება ტემპერატურის მატებით, 38-40 გრადუსამდე იზრდება ტემპერატურა, იმის მიხედვით, თუ როგორია ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ დროს კანზე, თვალებზე, ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები.

ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
თბილისელები ანტისხეულებზე გამოიკვლიეს – ცნობილია შედეგები

ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. ინფექცია ტკიპებით გადადის.

დაავადების სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება: ტემპერატურის მატებასთან ერთად მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება, ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება განვითარდეს პირღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელსა და ყელში, რომელსაც მოსდევს განწყობის ხშირი ცვლა და ცნობიერების აღრევა.

ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნება შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით, დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილის ლოკალიზება მარჯვენა ზედა ნაწილში მოხდეს.

მძიმე რეალობა: პანდემია ძალას იკრებს – ჯანმო განცხადებას ავრცელებს>>

ყირიმ-კონგოს დაავადების სხვა ნიშნებია: ტაქიკარდია (გაძლიერებული გულისცემა), ლიმფური კვანძების გაზრდა, გამონაყარი პირში, ყელში ან კანზე. ჩვეულებრივ, შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები. მძიმედ დაავადებულ ადამიანებში მეხუთე დღის შემდეგ შეიძლება სწრაფად გაუარესდეს თირკმელების ფუნქციების მუშაობა და განვითარდეს მოულოდნელი ღვიძლის ან ფილტვის უკმარისობა.

ყველა ახალი ამბავი
0