მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მძიმე რეალობა: პანდემია ძალას იკრებს – ჯანმო განცხადებას ავრცელებს

© AFP 2024 / NOEL CELISკორონავირუსის აფეთქება პეკინში
კორონავირუსის აფეთქება პეკინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მსოფლიო კორონავირუსული პანდემიის ახალ და სახიფათო ფაზაში იმყოფება.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მიუხედავად კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესისა, გლობალურ დონეზე COVID-19-ის პანდემია ისევ იკრებს ტემპებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

ტედროს ადანომ გებრეისუსი - Sputnik საქართველო
ჯანმო კორონავირუსით ინფიცირების ახალ ზღვარს ასახელებს
„ზოგი ქვეყანა ისევ შეეჯახა ინფიცირების შემთხვევათა ზრდას მას შემდეგ, რაც ეკონომიკები გახსნეს და სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ადამიანების უმრავლესობა კვლავ მოწყვლადია ვირუსის წინააღმდეგ. <…> მძიმე რეალობა ისაა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა“, — აღნიშნა მან.

ჯანმოს გენდირექტორმა აღნიშნა, რომ 30 ივნისს ზუსტად ნახევარი წელი სრულდება იმ დღიდან, რაც ორგანიზაციამ პირველი ცნობები მიიღო ჩინეთში უცნობი ტიპის პნევმონიის კერის არსებობის შესახებ.

მანამდე გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიის ახალ და სახიფათო ფაზაში იმყოფება. მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ადამიანებს „შინ ჯდომა მობეზრდათ“, ვირუსი კი სულ უფრო სწრაფად ვრცელდება და სასიკვდილოდ სახიფათო რჩება.

სამეცნიერო გარღვევა COVID-19-ის მკურნალობაში: ჯანმო განცხადებას ავრცელებს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10 302 052 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 505 505 და განიკურნა 5 235 813 ადამიანი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0