თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა „სამეცნიერო გარღვევად“ შეაფასა დიდ ბრიტანეთში სტეროიდ „დექსამეტაზონის“ გამოცდა COVID-19-ის სამკურნალოდ.
WHO welcomes the initial clinical trial results from the #UnitedKingdom that show #dexamethasone, a corticosteroid, can be lifesaving for patients who are critically ill with #COVID19 👉 https://t.co/CmNea2XEKH
— World Health Organization (WHO) (@WHO) June 16, 2020
როგორც ოქსფორდის კვლევებმა აჩვენა, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი „დექსამეტაზონი“ COVID-19-ით დაავადებული და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული პაციენტის გარდაცვალების რისკს 35%-ით ამცირებს, ხოლო ჟანგბადის მიმღები ინფიცირებულებისას — 20%-ით.
აღსანიშნავია, რომ ერთი კოლოფი პრეპარატის ფასი ბრიტანეთში ხუთ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სამშაბათს „დექსამეტაზონი“ ოფიციალურად მიიღო COVID-19-ის სამკურნალოდ.
„ეს პირველი წამალია, რომელმაც სიკდილიანობის დონის შემცირება აჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებსაც აუცილებლად ესაჭიროებათ ჟანგბადით მკურნალობა ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია“, — განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
გებრეიესუსმა ცდების შედეგებს „შესანიშნავი ახალი ამბავი“ უწოდა.
ჯანმოში აცხადებენ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორგანიზაციას კვლევის წინასწარი შედეგები უკვე წარუდგინა და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე მონაცემების სრულ ანალიზსაც მიიღებენ.