მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამწლიანი ვიზები და უფასო მკურნალობა: რას შესთავაზებს ევროპა ტურისტებს

CC0 / Pixbay / პასპორტი და ბეჭედი
პასპორტი და ბეჭედი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სფერო, რომლის ასაღორძინებლად ევროპის ქვეყნები სხვადასხვა სახის სტრატეგიაზე მუშაობენ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ტურისტების მოზიდვის სტრატეგიაზე, ზოგი მათგანი ფსონს უსაფრთხოებაზე აკეთებს, ზოგი კი მეტი ტურისტის მისაზიდად, პირიქით, უარს ამბობს პროფილაქტიკურ ზომებზე, იუწყება გამოცემა DutchNews.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროკავშირის საზღვრების გახსნა საქართველოსთვის კვლავ ეჭვქვეშაა?

გამოცემის ინფორმაციით, მაგალითად, ნიდერლანდებში ტურიზმის სტიმულირებას ქვეყნის „ფარული მარგალიტების“ დახმარებით აპირებენ, რათა ტურისტები „უსაფრთხო რეგიონებში“ გაანაწილონ და თავიდან აიცილონ მათი ამსტერდამში კონცენტრაცია. ხოლო კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელ ტურისტებს არ მოსთხოვენ კორონავირუსზე ტესტის პასუხს.

კვიპროსის ტურიზმის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ COVID-19-ზე ქვეყანაში შემსვლელთა 15%-ის შემოწმება სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, ხელისუფლების განცხადებით, თუ უცხოელი ტურისტი კვიპროსზე ყოფნისას დაინფიცირდება კორონავირუსით, სახელმწიფო მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს.

მოქალაქეების შემოწმება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ახალი დადგენილება: ვის შეუძლია საქართველოში შემოსვლა კარანტინის/იზოლაციის გარეშე

რაც შეეხება საბერძნეთს, ხელისუფლება ტურისტებს ქვეყანაში შესვლას გაუმარტივებს. ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ უკვე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, შეამსუბუქოს სავიზო პროცედურები არაევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, ზოგი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბერძნულმა მხარემ, ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შესაძლებელია ორ- და სამწლიანი ვიზების გაცემა დაიწყოს რამდენიმეთვიანის ნაცვლად. ამგვარი პრაქტიკა უკვე არსებობდა 2106 წელს, როდესაც მრავალჯერადი ვიზების წილმა 75-80% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0