Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ევროკავშირის საზღვრების გახსნა საქართველოსთვის კვლავ ეჭვქვეშაა?

© photo: Sputnik / Sergey Melkonovევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო უკვე მოხვდა წინასწარ სიაში, რომელშიც შედის 15 ქვეყანა, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება. ახლა ძირითად სიას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ივლისში საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით, კერძოდ, ვენის, ამსტერდამისა და ბერლინის მიმართულებით 14 რეისია დაგეგმილი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე.

საქართველო შესაძლოა იმ ქვეყნების სიაში მოხვდეს, რომელთაც ევროკავშირი კარს გაუღებს>>

ასე უპასუხა მან ოპონენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველომ გააუქმა ყველა რეისი და გაწყვიტა კავშირები ევროკავშირთან.

ცარიელი მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
დასახელდა ევროპაში ტურისტების შეშვების პირობები

„საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირიდან. ჩვენ სპეცრეისები განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ. ასევე ადგილზე 22 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს დახმარების პროცესი დღესაც გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი არის სრულად გაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებაზე – გახსნას სივრცე საქართველოსთვის – არ ექნება. ჩვენ არ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან", – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან სხვა მიმართულებებით ფრენების განხორციელებაზე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნებისთვის გაიხსნება მისი საზღვრები 1 ივლისიდან.

რა უნდა იცოდნენ თვითმფრინავის მგზავრებმა - წესებისა და შეზღუდვების სრული სია>>

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნასთან ერთად ევროკავშირი აქვეყნებს წესებს, რომლებიც მოქალაქეებმა ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთისას უნდა დაიცვან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო, დიდი ალბათობით, შევა იმ 15 უსაფრთხო ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებისთვისაც ევროპის კავშირი თავის საზღვრებს გახსნის.

გიორგი გახარია ვიდეოთათბირზე - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება საზღვრები და დაიწყება ფრენები – გახარიას პასუხი

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებასა და მთავრობას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთაზე, ეს იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, რეგულაციებს ბრიუსელში დღეს ან ხვალ მიიღებენ.

საქართველო იმ ქვეყნების წინასწარ ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებიც 1 ივლისიდან ევროპულ ქვეყნებში შეძლებენ შესვლას.

რომელ 50 ქვეყანას აუნთებს ევროკავშირი მწვანე შუქს 1 ივლისიდან>>

სიაში, საქართველოს გარდა, არიან ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, კანადა, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა.

სამუშაო ნუსხაში არ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.

ყველა ახალი ამბავი
0