Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანი მკაცრი კარანტინის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

© Sputnik / Murad Orujovაზერბაიჯანის პოლიცია
აზერბაიჯანის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობაში განიხილება გარკვეულ ქალაქებში მკაცრი კარანტინის ორი კვირით გახანგრძლივების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განაცხადა ხიკმეტ გაჯიევმა ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში მოქმედებს მკაცრი კარანტინი, მაგრამ არის საუბარი გარკვეული დროით შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეტ გაჯიევმა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

5 ივლისამდე რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ძალაში რჩება მკაცრი კარანტინის რეჟიმი, მაგრამ ახლა განიხილება იდეა მისი კიდევ ორი კვირით გახანგრძლივების შესახებ, განაცხადა გაჯიევმა.

მედიკოსები აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17,5 ათასს აჭარბებს

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, აღნიშნა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის აზერბაიჯანი ახორციელებს თავის საქმიანობას როგორც ყარაბაღის კონფლიქტის, ისე კორონავირუსთან ომის პირობებში.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსული ინფექციის 17 524 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9715 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 213 - გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებული 7596 პაციენტის მკურნალობა კლინიკებში გრძელდება.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 21 ივნისის 00:00 საათიდან 5 ივლისის 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, ლენქორანში, ევლახში, ჯალილაბადში, განჯაში, მასალისა და აფშერონის რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ ქალაქებსა და რაიონებში შეჩერებულია თითქმის ყველა სფეროს მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა. იმ პირთა, ასევე ტრანსპორტის გადაადგილება, რომელთა საქმიანობაც არ შეწყვეტილა, ნებადართულია მხოლოდ საშვებით.

ყველა ახალი ამბავი
0