COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში: სად გამოვლინდა ვირუსი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 924-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 15

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19 დღეს სამ პირს დაუდასტურდა, აქედან ორი შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი პაციენტი კი წუხელ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების გამგემ, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში ბოლო 24 საათში ორი ინფიცირებული შეიყვანეს. ერთ-ერთია სომხეთის მოქალაქე, რომელიც კლინიკაში კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში: ორივე ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოვიდა

ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას 24 პაციენტი გადის.

„პაციენტების ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალო და მსუბუქი. ამჟამად მძიმე პაციენტი არ გვყავს. ბოლო 24 საათში შემოვიდა ორი პაციენტი, ორივე საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს, ერთი საქართველოს, ერთი კი სომხეთის მოქალაქეა. ახლა მათ გამოკვლევები უტარდებათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ენდელაძემ.

კორონავირუსი ასევე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში" მოთავსებულ შუახნის ქალს დაუდასტურდა. ქალი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, ის ფოთის მცხოვრებია და „ცხელების ცენტრში" სასტუმრო „გრანდ-ვეჯინის" საკარანტინე სივრციდან იქნა შეყვანილი.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე წუხელ გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცის მეუღლესაც, რომელიც მცხეთის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და მკურნალობის კურსს იქ გადის. 82 წლის მამაკაცი სომხეთში ყოფნის დროს დაინფიცირდა. რუსთავის ცხელების ცენტრში, ამ დროისათვის 5 პირია მოთავსებული და მათი საკვლევი მასალა ლუგარში დღეს გადაიგზავნება.

სასწრაფო დახმარება რუსეთში - Sputnik საქართველო
ზედიზედ მესამე დღეა რუსეთში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 7 000-ზე ნაკლებია

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 924-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0