თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 6 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადეს ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.
პანდემიის პერიოდში ქვეყნის 85 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 634 437 შემთხვევა გამოვლინდა (+1,1%).
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 5 735 ადამიანი. კერძოდ, მოსკოვის ოლქში კლინიკებიდან გაეწერა 1319 ადამიანი, მოსკოვში - 1052, სანქტ-პეტერბურგში - 598. პანდემიის პერიოდში რუსეთში სულ გამოჯანმრთელდა 399 087 პაციენტი.
ბოლო დღე-ღამეში დადასტურდა 104 ლეტალური შემთხვევა. კერძოდ, 24 ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში, 21 - სანქტ-პეტერბურგში, 6 - მოსკოვის ოლქში.
პანდემიის პერიოდში რუსეთში სულ 9073 ადამიანი გარდაიცვალა.