რუსეთის ცესკოზე კიბერშეტევა განხორციელდა

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცესკო
რუსეთის ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში 25 ივნისიდან მოსკოვისა და ნიჟეგოროდის ოლქის მცხოვრებთათვის კონსტიტუციაში ცვლილებების თაობაზე ონლაინ-კენჭისყრა დაიწყო.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე DDoS–შეტევა განხორციელდა, ნათქვამია ცესკოს ტელეგრამ-არხზე.

უფრო ადრე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა განაცხადა, რომ ვებ-გვერდზე წამში 240 ათასი მოთხოვნა შედის. მისი თქმით, ვიღაცას „სისტემის სიმტკიცეზე შემოწმება უნდა".

რუსეთის კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა დაიწყო

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგები სარწმუნო და ლეგიტიმური უნდა იყოს, ამისთვის დაუშვებელია რამე შეცდომის დაშვება ამომრჩევლის ონლაინ-გამოცხადებასა და ხმების დათვლაში.

პრეზიდენტის თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვერავინ დააყენოს ეჭვქვეშ ქვეყნის მოქალაქეების მიერ გამოხატული პოზიცია.

ცესკოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ კი, თავის მხრივ, რეგიონების ხელისუფლებებსა და კომისიების წევრებს „ყველა შეტევის" მოგერიებისკენ მოუწოდა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე კენჭისყრა თავდაპირველად 22 აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს. ამჟამად ხმის მიცემა შესაძლებელია 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

ყველა ახალი ამბავი
0