მზის აქტიურობა მცირდება: რა განსაცდელი ელოდება დედამიწას მომავალში

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზეს ყოველთვის აქტიურობის ერთნაირი მაჩვენებელი არა აქვს. ამაზე არა მხოლოდ მაგნიტური ქარიშხლები მეტყველებს. ოთხ საუკუნეში ერთხელ მზე „დასვენებას“ იწყებს. ახლა სწორედ ამ პერიოდის დრო დგება.

ჩვენი ვარსკვლავის ბედი ძალზე პროგნოზირებადია, თუმცა, მხოლოდ მილიონობით წლის მასშტაბებში. რაც შეეხება ასობით ან ათობით წელიწადს, აქ მნიშვნელოვანია მზის აქტიურობის შესწავლა. სწორედ ამას სწავლობენ მეცნიერები ბოლო 100-150 წელია. ასტრონომებმა 2016 წელს წამოაყენეს თეორია იმის შესახებ, რომ მზეზე ლაქები ქრება, ამიტომ კლიმატი შეიცვლება და უკვე იცვლება კიდეც. ჩვენ ვხედავთ ამ ცვლილებებს - ანომალიური ტემპერატურები და კატაკლიზმები, მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა - მზის ქარების შესუსტება.

მზის აქტიურობა მცირდება

ქრობადი ლაქებიცა და აქტიურობის შემცირებაც - ეს ყველაფერი დროებითია. განსხვავება მხოლოდ ხელსაყრელი და საშიში პერიოდების ხანგრძლივობაშია. რაც შეეხება მზის ენერგეტიკულ შესუსტებას, ის უკვე დიდი ხანია, ხდება ხოლმე. 400 წელიწადში ერთხელ მზე „დასვენებას“ იწყებს. ახლა სწორედ ამ პერიოდის დრო დგება.

მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
მზის მინიმუმი დაიწყო: გველის თუ არა გამყინვარება და მიწისძვრები?

ჩვენმა მანათობელმა დედამიწას სიმტკიცის გამოცდა ბოლოს მე-17 საუკუნეში მოუწყო. მაშინ, მაგალითად, ევროპის ტერიტორიაზე,  იყო ანომალიურად თბილიცა და ცივი ზამთარიც, ზედმეტად ცხელი და ცივი ზაფხული.

ეს მზის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლების გამო ხდება. ისინი ნელა მოძრაობენ და მოკლე პერიოდში ასეთ შედეგებს იწვევენ. იმის თაობაზე, რომ ახალი რთული პერიოდი ახლოვდება, კლიმატი მეტყველებს. ის ახლა ჩვეულებრივზე უფრო კონტრასტული გახდა. ყველაზე ცხადი ფაქტი, რომელიც მოწმობს, რომ საჭიროა თბილი ტანსაცმლის მომარაგება, ესაა მზის ქარების ინტენსივობის შეჩერება. დაახლოებით 20 წლის წინ მაგნიტური ქარიშხლები უფრო იშვიათად ხდებოდა, მაგრამ იყო უფრო ძლიერი. ამასთან, მზის ძირითადი ფონი უფრო ძლიერი იყო, ანუ მზის დამუხტული ნაწილაკები იყო ძლიერი, მეტი, სწრაფი, ამიტომ მუდმივ მცირე „ქარიშხალში“ ვცხოვრობდით. ახლა მზემ ნორმიდან არა კრიტიკულად, არამედ მსუბუქად გადაუხვია, ამიტომ ქარიშხლების ზემოქმედება ადამიანებზე გაიზარდა.

ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს: ჩვენს გალაქტიკაში ათობით გონიერი ცივილიზაცია არსებობს>>

შესუსტებული მზის შედეგები

ასტრონომები ირწმუნებიან, რომ უახლოეს 5-10, ან, სულაც 20 წელიწადში შეიძლება მკვეთრი გაუარესება დაიწყოს. უახლოეს მომავალში სერიოზული კატაკლიზმები გველოდება - წყალდიდობები, ქარიშხლები, კლიმატის ცვლილება. გლობალური დათბობა მხოლოდ დაამძიმებს ჩვენს მდგომარეობას. პრინციპში, სწორედ მის გამო იზრდება განგაშის გრძნობა მეცნიერთა წრეებში.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა თქმა უნდა, ეს არაა აპოკალიფსი, მაგრამ აშშ, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთი, მექსიკის ჩრდილოეთი, დასავლეთ ევროპა და აღმოსავლეთ აზია მზის მრისხანებას „საკუთარ ტყავზე“ გამოსცდიან. ტაიფუნი, ქარიშხალი და ტორნადო იქნება უფრო დამანგრეველი და ხშირი ბევრი ტერიტორიისთვის (განსაკუთრებით აშშ-ისა და აზიის).

2016 წლის დეკემბრის ბოლოს საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა - ეს ცხადი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატზე მზის აქტიურობის შემცირებამ.

არის მცირე ალბათობა იმისა, რომ კლიმატის ცვლილებები მცირე გაუმჯობესებასაც მოიტანს, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს ყველა უბედურებას, რომლებთანაც დედამიწის მცხოვრებთ მოუწევთ შეჯახება. თუ სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე კიდევ უფრო დათბება, მსოფლიო ოკეანის დონე მოიმატებს. ასეთი პრობლემა უკვე იგრძნობა ჰოლანდიის ტიპის ადგილებში, რომელიც ოკეანის დონის ქვევით იმყოფება თითქმის მთლიანად, ინგლისში, ახალ ზელანდიაში და ა.შ.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

დედამიწის მომავალი ბევრი თვალსაზრისით ჩვენ ხელშიცაა. რაც მეტად დავაბინძურებთ პლანეტას, მით უფრო სასტიკი იქნება ასეთი კატაკლიზმები. მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ეხება თითოეულ ადამიანს ცალკე და მთელ კაცობრიობას ერთად.

დაახლოებით ხუთ წელიწადში მაგნიტური ქარიშხლები იმდენად მძლავრი იქნება, რომ მეტეომგრძნობიარე ადამიანების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 30% გახდება და ეს უზარმაზარ რიცხვს მიაღწევს. დედამიწის მომავალი არცთუ ისე ფერადოვანია, როგორც ამას ჰოლივუდური ფილმები წარმოგვიდგენს. ესაა რთული დრო, გამოსწორების დროს, სურვილების შემცირების, სკრუპულოზური მუშაობის დროს საკუთარ თავზე. დროა, დავიწყოთ მომავლის გაუმჯობესებაზე ერთად მუშაობა და არა აწმყოზე.

ასტრონომები და მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ეს გლობალური კატაკლიზმი ბოლო იქნება იმ კატაკლიზმებს შორის, რომლის უბრალოდ „გადაგორება“ იქნება შესაძლებელი. შემდეგ ჯერზე, 400 წლის შემდეგ, თუ ცხოვრების ასეთ წესს შევინარჩუნებთ, აპოკალიფსი თითქმის გარდაუვალი იქნება ცხოვრების იმ სტილით, რაც დღეს გვაქვს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0