პარლამენტში კონსტიტუციას განიხილავენ: ცვლილებების მისაღებად ხმები საკმარისია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო სხდომა
საპარლამენტო სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შაბათს მიიღეს გადაწყვეტილება დაესწრონ საპარლამენტო სხდომას და ცვლილებებს კენჭი უყარონ

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში დაიწყო პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლას გულისხმობს.

სხდომის დაწყებისთვის რეგისტრაცია გაიარა 149-დან 120-მა დეპუტატმა. ცვლილებების მისაღებად საკმარისია 113 ხმა, თუ დარბაზში მყოფი ყველა დეპუტატი იქნება მომხრე, ცვლილებები მიღებული იქნება.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. - Sputnik საქართველო
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში

რეგისტრაციის მომენტისთვის დარბაზში არ იმყოფებოდა ორი ოპოზიციური ძალა - „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებსაც 18 დეპუტატი ჰყავთ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.

სხდომის დასაწყისში დეპუტატებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც საჯარო მოსმენების შესახებ ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ყველაზე განხილვად თემაზე - არჩევნების თარიღის გადატანაზე.

„ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი და დააკონკრეტა, რადგან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. მოგეხსენებათ, წარსულში, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამჟამად პარლამენტმა ცვლილებების ტექსტის განხილვა დაიწყო.

რას უყრიან კენჭს დეპუტატები

ამჟამინდელი სისტემით, 73 დეპუტატს პირდაპირი კენჭისყრით მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, ხოლო 77-ს იმ პარტიების სიებით, რომლებმაც ამომრჩეველთა სულ მცირე 3%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
დაუჯერებს თუ არა დოლიძე პრეზიდენტს: იუსტიციის წევრის მკვეთრი პასუხი

ახალი სისტემის მიხედვით ერთმანდატიანი ოლქები 30-მდე შემცირდება. ხოლო პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა 1%-იანი მხარდაჭერაც ეყოფა.

შედარებით რთულად არის ბლოკების საქმე, რადგან პარლამენტში შესასვლელად იმდენივე პროცენტია საჭირო, რამდენი სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზეა ორიენტირებული.

ამ ფორმულით ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0