დაუჯერებს თუ არა დოლიძე პრეზიდენტს: იუსტიციის წევრის მკვეთრი პასუხი

გამოწერა
დოლიძის თქმით, თუ ის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს, ამის შესახებ განაცხადებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას მივიღებ მოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას გადავწყვეტ, განაცხადა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დატოვების მოწოდებაზე საპასუხოდ.

სალომე ზურაბიშვილის ამგვარი თხოვნის მიზეზი გახდა ის, რომ დოლიძემ მაისში დააარსა საკუთარი ორგანიზაცია, ხოლო ამ კვირაში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ელოდება, როდის დატოვებს ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

„მე თავიდანვე განვაცხადე, რომ მაქვს ჩემო დღის წესრიგი. თუ მივიღებ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ განვაცხადებ და ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში. თუ ვინმეს სამართლებრივი პრეტენზია ჰქონდა, ველოდები ამის პრეზენტაციას... ეს უბრალოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლაა“, - განაცხადა დოლიძემ.

ასევე მან საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ თამაშებში დაადანაშაულა.

„ორი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის დუმილი, როდესაც იუსტიციის საბჭოში ლამის ცემამდე იყო საქმე მისული და ამ პირობებში ახლა პრეზიდენტის კომფორტული ენით გამოსვლა, არის ამ სქემის გაშიფვრა. ეს არის ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა, პირველ რიგში, ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ არამარტო ჩემს, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ მხოლოდ მათ შექმნან დღის წესრიგი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის პოსტს საქართველოს პრეზიდენტის კვოტით 2018 წლიდან იკავებს.

ბოლო დროს პოსტზე ყოფნისას  დოლიძე აქტიურად საუბრობდა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე და მასში არსებულ კლანურ მმართველობაზე მიუთითებდა. ის ასევე სხვადასხვა საკითხში აკრიტიკებდა მოქმედ ხელისუფლებას და აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, რაც არაერთხელ გამხდარა საბჭოს კრიტიკის საგანი.

ყველა ახალი ამბავი
0