„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის წინ ანტირუსული საპროტესტო აქცია გადაიზარდა პარლამენტის შტურმის მცდელობაში და მიტინგის სასტიკ დარბევაში - დაშავდა 240 ადამიანი

ახალგაზრდული ორგანიზაციები და ოპოზიცია კვლავ შეიკრიბნენ თბილისი ცენტრში საპროტესტო აქციაზე - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლემების წლისთავზე და საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე.

მონაწილეების რაოდენობის შეფასება ამჟერად პროფესიონალებსაც კი გაუჭირდათ - მონაწილეები იცავდნენ ორმეტრიან დისტანციას და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. ამიტომ მომიტინგეთა რაოდენობასთან დაკავშირებით მედიის გათვლები რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.

ძალის და მასშტაბურობის დემონსტრირება ოპოზიციამ ვერ შეძლო. მოსახლეობა კორონავირუსმა შეაშინა, ანდა რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ ცხოვრებისეული პრობლემები პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.

აქციაზეც ცხადი იყო, რომ კორონავირუსი არსად არ წასულა. ახალგაზრდული მოძღაობა „სირცხვილიას“ ორრანიზატორები მონაწილეებს ტრანსპარანტების ნაცვლად პირბადეებს და ხელთათმანებს ურიგებდნენ. გარდა ამისა, აქციაზე მისულ ყველა ადამიანს ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება შეეძლო.

ორგანიზატორებმა შეიკავეს თავის ტრადიციული შეძახილებისგან, ხოლო ყოველი გამომსვლელის შემდეგ მიკროფონს დეზინფექცია უტარდებოდა.

ზოგადად საერთო სურათი, შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც ამ ადგილას ტყვიების სროლა და სისხლისღვრა იყო, ხაზგასმით მშვიდობიანი იყო: ბევრი მივიდა ბავშვებთან ერთად, ზოგს კი შინაური ცხოველი წამოუყვანია. მომიტინგეები კი უფრო მეტად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე გამომსვლელებს უსმენდნენ.

სულ სხვა სურათს ქმნიდნენ ახალგაზრდული მოძრაობების და პარტიების აქტივისტები, რომლებიც სცენასთან ახლოს შეიკრიბნენ. მათ ხელში ეკავათ საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშები, ასევე ტრანსპარანტები „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით და რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგო წარწერებით.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი.

რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად ახალგაზრდა აქტივისტებმა ლოკალური აქციების სერია პარლამენტის ირგვლივ ჩაატარეს. ასე, მაგალითად, ერთ-ერთ შესასვლელთან ასფალტზე გაჩნდა სისხლით მოსვრილი ხელის მტევნები, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლებას სისხლში აქვს ხელები დასვრილი ერთი წლის წინ მომხდარი აქციის სასტიკი დაშლის შემდეგ.

მთავარი გზავნილები

ძირითადად სცენაზე იდგნენ ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში - საზაფხულო და სასემოდგომო პროტესტის დროს აქციების ჩატარების დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ისინი 2019 წლის მოვლენებს იხსენებდნენ და აქტუალური ამბებიც არ ავიწყდებოდათ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. შოთა დიღმელაშვილი.
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. შოთა დიღმელაშვილი.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა შეკრებილების სახელით მიმართა ოპოზიციურ პარტიებს და მომავალი გამარჯვების გამო ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

გამომსვლელებში „ზრდასრულებიც“ გამოჩნდნენ. განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დიდი პოლიტიკიდან წავიდა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების სიმპათიები იმის გამო დაიმსახურა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არახელსაყრელი პრეზიდენტი აღმოჩნდა.

© photo: Sputnik / Stringerოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. გიორგი მარგველაშვილი.
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. გიორგი მარგველაშვილი.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის, სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომლის სიტყვებს ხმამაღალი აპლოდისმენტები მოყვა.

ტრიბუნიდან ჩასულმა მარგველაშვილმა უამბო ჟურნალისტებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და ამჟამად პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. დავით ბაქრაძე.
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. დავით ბაქრაძე.

აქციაზე გამოჩნდნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, ადანაშაულებდნენ სახელმწიფო და პროდასავლური ღირებულებებისადმი ხალატში. თუმცა სცენაზე არ გამოსულა არცერთი იმ ლიდერთაგანი, რომლებიც 2019 წელს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ.

აქცია დასრულდა პლაკატების დარიგებით, წარწერით „შევხვდებით არჩევნებზე!“ და საქართველოს ჰიმნით.

პროტესტის მეორე მხარე

მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პარლამენტთან შეიკრიბება „ნაციონალების“ ჯგუფი და მათ პროტესტს ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

აქციის დაწყებამდე მმართველმა პარტიამ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელიხ გასული წლის მოვლენებს მიეძღვნა, რომელშიც ოპოზიცია ღიად დაადანაშაულა.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: 20 ივნისს იგეგმებოდა ოპერაცია ხელისუფლების დამხობის მიზნით

„გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ მიუთითა, რომ ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძღაობა“, რომელმაც თავის დროზე მკაცრად არბევდა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების გამოსვლებს.

„2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო - მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრილოვის თვალსაზრისი

მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც, რომლის ჩამოსვლა თბილისში 2019 წლის ზაფხულში პროტესტის საბაბი გახდა.

მან ჩაწერა ვიდეომიმართვა Facebook-ში, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართული მხარის ოფიციალური ბოდიში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელოვანი საწინდარი შეიძლება გახდეს.

გავრილოვის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მოხდა „ბინძური მეთოდებით შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მცდელობა, საქართველოსთვის უნიკალური მოვლენის - მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გამოყენებით“.

სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გავრილოვმა საქართველოს ხელისუფლებას „რევანშისტების“ გეგმების დამსხვრევა უსურვა

„ჩვენ დაჟინებით კი არ მოვითხოვთ ბოდიშებს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხდარის გამო ბოდიშის მოხდა მართლმადიდებელი ევროპელი დეპუტატების მიმართ, ძმების მიმართ, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ კარგი სურთ, ბოდიში რუსეთის წინაშე რუსეთის პრეზიდენტის და დეპუტატების შეურაცხყოფისთვის, რომელიც საერთოდ არაფერთან არ იყო კავშირში, ჩვენი საერთო ისტორიის მიმართ - ეს ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელოვანი პირობაა“, - განაცხადა გავრილოვმა.

გარდა ამისა, რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ თბილისში მომხდარ მოვლენებს „სამართლიანი შეფასება“ დღემდე ვერ მისცა. ამასთან გავრილოვი იმედოვნებს, რომ ქართული მთავრობა შეძლებს „საბოლოოდ დაამსხვრიოს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები“ და „შეაჩეროს ისინი, ვინც იმ წელს გაბედა და სცდადა მკრეხელობა, სახელმწიფო გადატრიალება აშკარა ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული ლოზუნგებით“.

რთული წელიწადი

აქციიდან აქციამდე გასული დრო საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა.

ანტირუსული გამოსვლების და განცხადებების ფონზე რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა და ქვეყანამ რუსი ტურისტების უდიდესი ნაწილი დაკარგა.

შემდეგ პოლიტიკური კრიზისი იყო შემოდგომაზე - ნოემბერში მმართველმა პარტიამ ჩააგდო შეპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლის შესახებ.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
პარლამენტში არჩევნების საკითხი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განიხილეს

ქვეყანა პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა. ამასთან ერთად ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო.

პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე სწრაფად ეცემოდა ლარის გაცვლითი კურსი, რომელმაც რამდენჯერმე ანტირეკორდი დაამყარა.

თებერვალში კი საქართველომდე მოაღწია კორონავირუსმა და დაიწყო ლოკდაუნი - ეკონომიკაში ზარალის მასშთაბები ჯერ კიდევ ბოლომდე არ შეფასებულა.

სამაგიეროდ მარტში ოპოზიცია და ხელისუფლება მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემაზე შეთანხმდნენ. მაგრამ, როგორც გაირკვე, ბოლომდე არა - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. საუბარია გიორგი რურუაზე, რომელიც ტელეარხ „მთავარი არხის“ თანამფლობელია.

ამის გამო ოპოზიცია ბოლო მომენტამდე უარს ამბობდა ხმა მიეცა იმ ცვლილებებისთვის, რომლებსაც გასული წლის ზაფხულიდან მოითხოვდა. ფაქტობრივად, კენჭისყრამდე 24 საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ და მისი 13 დეპუტატი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

კვირას პარლამენტი კიდევ ერთხელ შეეცდება შეცვალოს საარჩევო სისტემა არჩევნებისთვის - პროექტს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთ თვეზე ნაკლები დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0