სუს-ი შეისწავლის სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს უკრაინული ვებგვერდიდან

© photo: Sputnik / Stringerსუსი
სუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატელეფონო ჩანაწერი უხარისხოა, მაგრამ ახლავს რუსული სუბტიტრები. ისმის, როგორ იხილავს ორი ადამიანი სააკაშვილისა და ადეიშვილის ხმებით საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც უკრაინული პორტალ „ობოზრევატელის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, იუწყება პირველი არხი.

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
დათანხმდება თუ არა ცნობილი ჟურნალისტი შეთავაზებულ სახელმწიფო დაცვას

ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე  საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შორის თითქოსდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაჩნდა.

სატელეფონო ჩანაწერი უხარისხოა, მაგრამ ახლავს რუსული სუბტიტრები. ისმის, როგორ იხილავს ორი ადამიანი სააკაშვილისა და ადეიშვილის ხმებით საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს.

„გამოძიება დაინტერესდება ყველა იმ გარემოებით, რაც შესაძლოა, მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს, მათ შორის გავრცელებული ჩანაწერით“, – განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა პირველი არხის ეთერში.

ამ დღეებში თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რუსეთის მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იძიებს მკვლელობის მომზადების საქმეს. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ საუბარია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე მის მიერ შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მკვლელობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა და თბილისს ამის შესახებ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აცნობეს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„შეკვეთილი მკვლელობის“ საქმე: ვინ  აწვდის გვარამიას სუს–იდან ინფორმაციებს

სატელეფონო ჩანაწერში პირი, საქართველოს იუსტიციის ექს–მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მსგავსი ხმით ამბობს, რომ გვარამიამ იჩქარა განცხადების გაკეთება და მასთან შეთანხმების გარეშე ახსენა უკრაინული მხარე.

მისი თანამოსაუბრე, სავარაუდოდ, სააკაშვილი, ასევე აღშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ „გვარამია - ავადმყოფია“, გაბუნია კი - „რაღაცნაირი არასტაბილური ტიპაჟი“.

ჩანაწერში მეორე ხმის გარჩევა რთულია, პირველის ხმა კი უფრო მკაფიოდ ისმის.

 

ყველა ახალი ამბავი
0