დაცულია თუ არა პერსონალური მონაცემები საქართველოში – თოლორაიას ანგარიში

© Facebook / Londa Toloraiaლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წელს ფარული სატელეფონო მოსმენისა და ჩაწერის შესახებ 1 362 სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების 135 ფაქტი გამოავლინა, განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

სამსახურმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ადამიანის უფლებების დაცვაში დიდი როლი ეკისრება – თოლორაია

თოლორაიას თქმით, წინა წლებთან შედარებით, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმართვების რაოდენობა გაიზარდა. პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხის შესასწავლად სამსახურს 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიმართა. განცხადებების 81% ეხებოდა მონაცემების დამუშავებას კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ, ხოლო 19% – საჯარო დაწესებულებების მიერ.

„ჩვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და ინახება ყველგან – საჯარო დაწესებულებებში, სამართალდამცველ ორგანოებში, სატელეფონო კომპანიებში, კერძო დაწესებულებებში. მონაცემის არაკანონიერი დამუშავება შეიძლება გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციის ან/და სხვა ნეგატიური შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო უწყება, კერძო ორგანიზაცია და პირი, რომელსაც შეხება აქვს ჩვენს პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას“, – განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორებს უფლებამოსილება გაეზარდათ>>

მისი თქმით, 2019 წელს სასამართლოს მხრიდან 1362 განჩინება გაიცა და უმეტესობა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას შეეხებოდა. 2018 წელს ეს რაოდენობა 1397 იყო. 2019 წელს შემცირდა სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტი, რაც მიუთითებს, რომ გაიზარდა კონტროლი სასამართლოს მხრიდან ფარულ სატელეფონო მოსმენებსა და ჩაწერაზე.

კომპიუტერზე ბეჭდვა - Sputnik საქართველო
პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოში – როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები

გასულ წელს ფარული სატელეფონო მოსმენა და ჩაწერა ძირითადად ხორციელდებოდა სისხლის სამართლის შემდეგ დანაშაულებზე: თაღლითობა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მკვლელობა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო წარმოება–შეძენა–შენახვა–გადაზიდვა–გასაღება, მექრთამეობა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება.

„მე, როგორც ამ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ინსტიტუციურად შედგა და მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად“, – განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცველი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

ვინ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს წამებისაგან>>

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ყველა ახალი ამბავი
0