მთელი საქართველო ერთ ტელეფონში: Cultural Routes Georgia – პირველი მობილური აპლიკაცია

გამოწერა
ახალი აპლიკაცია Cultural Routes Georgia მოგზაურებს დაეხმარება, შეარჩიონ ყველაზე საინტერესო კულტურული მარშრუტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქართული კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შექმნა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე აპლიკაციაში აღნიშნულია მარშრუტები, რომლებიც სერტიფიცირებულია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

პანდემიის გამო დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
Telegraph: თბილისი იდეალური ადგილია – საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყნების სიაში

უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS-ის პლატფორმებისთვის.

აპლიკაციაში შევა ევროპული მარშრუტები: ღვინის მარშრუტი, ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი, ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი.

ადგილობრივ მარშრუტებში შედის: ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ, გერმანული დასახლებები საქართველოში.

ახალი სერტიფიცირებული მარშრუტებია: დედაქალაქიდან დედაქალაქამდე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა.

გრაკლიანის გორა - Sputnik საქართველო
ტურისტული მარშრუტების რიცხვი იზრდება: ახალი მიმართულებები შემეცნებით-გასართობ სივრცეში

„კულტურული მარშრუტების მიზანია ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ლოკალურ კულტურულ მარშრუტებს სამინისტროსთან არსებული „კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭო“ კონკურსის წესით ავლენს და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა.

შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება>>

საქართველო 2016 წელს „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.

ყველა ახალი ამბავი
0