Telegraph: თბილისი იდეალური ადგილია – საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყნების სიაში

© Sputnik / Alexander Imedashviliპანდემიის გამო დაცარიელებული თბილისი
პანდემიის გამო დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Telegraph-ის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ქვეყნების ნუსხაში საქართველო ნახსენებია ხორვატიის, მონტენეგროს, მალტის, სლოვენიის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პოლონეთისა და ავსტრიის გვერდით.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება უწოდა ევროპაში.

ტურისტული მარშრუტების რიცხვი იზრდება: ახალი მიმართულებები შემეცნებით-გასართობ სივრცეში>>

სად წავიდეთ დასასვენებლად პოსტპანდემიის პერიოდში? – პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ ევროპაში 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება დაასახელა.

საქართველოსთან ერთად Telegraph-ის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ქვეყნების ნუსხაში მოხვდნენ ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი და ავსტრია.

სტატია ჟურნალში თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება.

ვარძია - Sputnik საქართველო
შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 260-ჯერ ნალებია, ვიდრე COVID-19-ით ყველაზე დაზარალებულ ევროპის ქვეყნებში.

„საქართველომ პანდემიაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა. შიდა ტურიზმი ქვეყანაში 15 ივნისს გაიხსნა. საქართველო საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად 1 ივლისიდან არის მზად. მიიღეს სხვადასხვა ზომა, რათა შეაჩერონ კორონავირუსის გავრცელება საქართველოში და უზრუნველყონ მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის უფლება მიეცემათ, თბილისი იდეალური ადგილია სექტემბერში ან ოქტომბერში ჩასვლისთვის. Telegraph Travel-ის მიმომხილველის კეი ჰოლანდის თქმით, ძველი თბილისი განთქმულია თავისი მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩებით, ლაბირინთული მოედნებით, ლამაზი ხის სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებითა და უძველესი ეკლესიებით“, – წერს ავტორი ემა ფიზერსტონი.

ფიზერსტონი ასევე საუბრობს ბათუმზე, რომელიც, მისი თქმით, შავ ზღვაზე გამორჩეულია თავისი პლაჟებით, ცათამბჯენებითა და სუბტროპიკული კლიმატით.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი 895 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 264 პაციენტია. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0