ტურისტული მარშრუტების რიცხვი იზრდება: ახალი მიმართულებები შემეცნებით-გასართობ სივრცეში

© Sputnik / Levan Avlabreliგრაკლიანის გორა
გრაკლიანის გორა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მარშრუტების წყალობით ქვეყნის მცხოვრებლები და სტუმრები საქართველოს ისტორიის შესახებ ახალ, აქამდე უცნობ ფაქტებს გაეცნობიან.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ტურისტული მარშრუტები საქართველოში ახალი მიმართულებებით შეივსება – 2021 წლიდან შესაძლებელი იქნება ახალი შემეცნებით-გასართობი სივრცეების მონახულება, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

ერთ–ერთი ახალი ტურისტული მიმართულებაა გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე მულტიმედიური ექსპონატებით.

ტურისტულ მარშრუტებს დაემატება აღდგენილი და ორიგინალური გასართობით აღჭურვილი ციხე-სიმაგრე სხვილო.

ამ ობიექტებზე მშენებლობისა და სამუზეუმო სამუშაოების დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

გრაკლიანი

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს.

გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მშენებლობის დროს დაფიქსირდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ამ ობიექტის საფუძვლიანი შესწავლის, მისი კონსერვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობის ინტერესი გამოთქვა.

იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი გაითხარა.

ამერიკელმა მეცნიერებმა გრაკლიანის წარწერა ჩვ.წ.აღ-მდე ХI–X სს-ით დაათარიღეს>>

იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სხვილოს ციხე

საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიული და კულტურული ძეგლია, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალასთან ახლოს მდებარეობს. ის ისტორიულ წყაროებში პირველად მეათე საუკუნეშია მოხსენებული.

ვარძია - Sputnik საქართველო
შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება

სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. მათ სხვილოს მამული XIV საუკუნეში მიიღეს. XVII საუკუნის 40-იან წლებში ციხე ქართლის მმართველი გივი ამილახვრის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი წერტილი იყო ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვილო ამილახვრებს მე-18 საუკუნის ბოლომდე ეკუთვნოდა, შემდეგ მან დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა.

სხვილოს ციხე წარმოადგენს წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. იგი 2 მეტრის სიმაღლეზე იყო და იქამდე, როგორც ჩანს, ხის კიბით ადიოდნენ. ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მეტრს აღწევს, სისქე – 2 მეტრს, სულ ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი.

სხვილოს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიანიჭა – ის ეროვნული კატეგორიის ძეგლთა შორისაა.

ყველა ახალი ამბავი
0