მაჭახელას ეროვნული პარკი ფინანსურ დახმარებას მიიღებს

© courtesy of Machakhela National Parkმაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ადგილებში ეროვნული პარკის შექმნის მიზანი დიდებული ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება იყო, რამდენადაც დღეს კოლხურ ტყეებს სრულფასოვანი დაცვა სჭირდება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. მაჭახელას ეროვნული პარკი მომდევნო სამი წლის განმავლობაში 120 ათასი ევროს ოდენობის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის.

მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარაში 2012 წელს კოლხური ტყის ეკოსისტემის უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. დაცული ტერიტორია ბათუმიდან 25 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300–350 მეტრზე მდებარეობს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის ეფექტიანობისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას.

კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მუშაობის სტიმულირებასა და წახალისებაში. კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ამჟამად ათი ეროვნული პარკი სარგებლობს.

კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს რეინჯერების დაზღვევაზე 40 ათას ევროს გამოყოფს>>

მაჭახელას ეროვნული პარკი

ხეობაში შეხვდებით მცენარეების უიშვიათეს სახეობებს, ბევრი მათგანი რელიქტურია, რომლებიც დედამიწას უძველესი დროიდან შემორჩა უცვლელი სახით. ბევრი მცენარე „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

ესაა შესანიშნავი ადგილი ტურისტული სფეროს გაუმჯობესებისა და სრულფასოვანი სარეკრეციო ზონის შექმნისთვის.

მაჭახელას ეროვნული პარკის დანიშნულებაა ასევე შეინარჩუნოს და აღადგინოს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ბიოლოგური სახეობის რაოდენობა, როგორებიცაა კავკასიური სალამანდრა, მურა დათვი, კავკასიური ფუტკარი და სხვ. ამ ტერიტორიას ასევე დიდი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

მდინარე ნინოსხევი ლაგოდეხის ნაკრძალში  - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია გაჩნდება

საქართველოს დაცული ტერიტორიები

დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 2019 წელს 10%-ით გაიზარდა და ქვეყნის ტერიტორიის 9,6% შეადგინა.

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

რაჭაში ახალი ნაკრძალი გაჩნდება>>

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

ყველა ახალი ამბავი
0