საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია გაჩნდება

© photo: The Club of Monsters / FBმდინარე ნინოსხევი ლაგოდეხის ნაკრძალში
მდინარე ნინოსხევი ლაგოდეხის ნაკრძალში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეჯოსთან ახლოს, ლამაზი დასახელების მქონე ადგილზე – მარიამჯვარი – 5 958 ათასი ჰა ფართობის დაცული ტერიტორია შეიქმნება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მალე კახეთში ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდება – ინიციატივას საქართველოს პარლამენტის ბიურო ორშაბათს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა ითვალისწინებს მარიამჯვრის 5 958 ათასი ჰა ფართობის სახელმწიფო დაცული ტერიტორიისა და ცივ-გომბორის ნაკრძალის შექმნას.

გახარია: 2020 წელს დაცული ტერიტორიები 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება>>

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორიც არის მაღალმთისა და ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი“, – აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.

აჭარა - Sputnik საქართველო
ქართული ნაკრძალები შეიძლება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში" მოხვდეს

ამას გარდა, აღნიშნულ ტერიტორიებს საკვანძო მდებარეობა აქვს. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, მოხვდნენ შუამთაში, თელავში, წინანდალსა და უძველეს ქალაქ ჭერემთან. „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება“, – აღნიშნავენ კანონპროექტის ინიციატორები.

სახელმწიფო ნაკრძალი მარიამჯვარი 1935 წელს შეიქმნა. ის მდებარეობს ცივ-გომბორის სამხრეთ კალთაზე, საგარეჯოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნაკრძალის საერთო ფართობია 1 040 ჰექტარი.

„ნაკრძალის შექმნას საფუძვლად კავკასიის რელიქტის – სოსნოვსკის ფიჭვის (Pinus Sosnowsky Nakai) ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება დაედო. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება“, – აღნიშნულია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

რაჭაში ახალი ნაკრძალი გაჩნდება>>

საქართველოს მთავრობა 2020 წელს დაცული ტერიტორიების 100 ათასი ჰექტრით გაზრდას გეგმავს.

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

ყველა ახალი ამბავი
0