02:51 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჩვენ და ბუნება (37)
50 0 0

საქართველოში კიდევ ერთი ნაკრძალი – ერუშეთის ეროვნული პარკი შეიქმნება. დაცული ტერიტორია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 2020 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება, განაცხადა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. გახარიას თქმით, აღნიშნული პარკი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაში.

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და ახლა შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 9,6%-ს. თუმცა, ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს, 2020 წელს 100 ათასი ჰექტრით გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და „წითელი წიგნის" ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით იქმნება მნიშვნელოვანი არეალი, რომლის დახმარებითაც მოხდება გარემოს დაცვა.

ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ 4 ათასი ჰექტრით ფართოვდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია.

„ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებს სახეოებების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

თემები:
ჩვენ და ბუნება (37)

მთავარი თემები