მეამბოხე სნაიპერი-ჟურნალისტი და იმედგაცრუების საწინააღმდეგო ვაქცინა

გამოწერა
ჟურნალისტი, პოეტი, სოციალური აქტივისტი – ასე იცნობენ ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში გრინ ბარეტს, რომელიც სადღაც თანამედროვე გრაფ მონტე-კრისტოს ასოციაციას უჩენს მკითხველს.

მასმედიაში დაბეჭდილი მისი პუბლიკაციები პრინციპული და უკომპრომისო ტონით გამოირჩევა, მისი პოეზია კი სენტიმენტალური და რომანტიკულია. დაწერილი აქვს ვრცელი რომანი სახელწოდებით „სნაიპერი“, რომელიც ლიტერატურულ კონკურსზე მეორე პრემიით დაჯილდოვდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი სათქმელიც სნაიპერივით ზუსტად აღწევს ხოლმე მიზანს. ამ ინტერვიუთი ვეცადეთ გრინ ბარეტის პიროვნებასთან დაკავშირებული რამდენიმე კითხვისთვის მაინც გაგვეცა პასუხი...

© photo: courtesy of Grin Baretiგრინ ბარეტი
მეამბოხე სნაიპერი-ჟურნალისტი და იმედგაცრუების საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
გრინ ბარეტი

- ბატონო გრინ, თავად რას იტყვით საკუთარ თავზე, რატომაა ბევრი რამ ასე ბურუსით მოცული, ნამდვილი სახელი და გვარიც კი?

- ჩემს გვარს გეტყვით – მურვანიძე ვარ, სახელი ბევრი მაქვს და აქ ყველას ვერ ჩამოვწერ. უფრო ყოფილი ჟურნალისტი ვარ, პოეტი – ხანდახან. რაც შეეხება სოციალურ აქტივისტობას, ამას შედარებით უფრო სწორ კვალიფიკაციას მივცემდი – მეამბოხე ვარ სულით და ხორცით. უბრალოდ არ მივდივარ კომპრომისზე არსად, არასდროს და არავისთან, თუ ვხვდები, რომ ისინი ტყუიან, აფერისტობენ, ვირეშმაკობენ და ა.შ. მონტე-კრისტო? – „თავსდატეხილ“ სიმდიდრეს და ამ რესურსის ზუსტად მისნაირად გამოყენების შანსს თუ გამოვაკლებთ (რისი ბედნიერებაც ალბათ არც მომავალში მექნება), კი, სწორად შეუნიშნავთ – მას ნამდვილად ვგავარ...

© photo: courtesy of Grin Baretiგრინ ბარეტი
მეამბოხე სნაიპერი-ჟურნალისტი და იმედგაცრუების საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
გრინ ბარეტი

- ამბობენ, ჟურნალისტი ესაა „მწერალი სიჩქარეშიო“. აქტიური ჟურნალისტი იყავით, რომანიც სწორედ იმ დროს დაწერეთ და მწერლობაში თქვენი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა...

- პირველივე კურსიდან ვმუშაობდი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, ვთანამშრომლობდი „ასავალ-დასავალთან“, ამის შემდეგ მოდის გაზეთების, რადიოსა და ტელევიზიების გრძელი სია, რაც მოსაწყენია და არც ისე საინტერესო. ცხრამეტი წლის ასაკში შვიდი თვე ვიმუშავე (უფრო ვიბრძოლე) აფხაზეთის ომში რეპორტიორად, რამაც, ვიტყოდი, რომ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა პიროვნებად ჩემ ჩამოყალიბებაში. მაშინ დავწერე საკმაოდ ვრცელი რომანი „სნაიპერი“, რომელმაც, სხვათა შორის, თბილისის მერიისა და ჟურნალ „ცისკრის“ მიერ ორგანიზებულ საკმაოდ სოლიდურ ლიტერატურულ კონკურსში მეორე პრემია აიღო. „ცისკრის“ რედაქტორმა და ჟიურის თავმჯდომარემ ზაურ კალანდიამ თავიდანვე ალალად მითხრა, პირველი გეკუთვნის, მაგრამ ჩვენს თანამშრომელს (მიხო მოსულიშვილს) უნდა მივცეთ და შენ ვერ მოგცემთო. მერიამ – პრემიის ფულით წიგნი უნდა გამოგიცეთო და, მგონი, დღესაც სტამბაში დარბიან, მაგრამ რადგან ხოშარაულის ქუჩაზე აღარ არის, ვეღარ პოულობენ. და ასე, საპატიო მიზეზით დავურჩი გადაგდებული. რაც შეეხება გამორჩეულ პუბლიკაციებს, ბევრი დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ მაინც აფხაზეთის ომისა და იქაური ტკივილით გაჟღენთილ მასალებს გამოვარჩევდი.

© photo: courtesy of Grin Baretiგრინ ბარეტი
მეამბოხე სნაიპერი-ჟურნალისტი და იმედგაცრუების საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
გრინ ბარეტი

- „მინდა გული გადაგიშალოთ, მეგობრებო” – ასე იწყება სოციალურ ქსელებში თქვენი პოსტი და, უნდა ითქვას, რომ ამგვარი არაერთი „გულის გადაშლა“ პრესის ფურცლებზე გადაუტანიათ და კამათის საგანიც ხშირად გამხდარა, რომელს გაიხსენებდით?

- ღმერთმა შეუნდოს იმ ბავშვის სულს... (აი, „მწვანე სკოლის“ მოსწავლემ რომ თავი მოიკლა) მაშინ დავწერე, რომ რეალურად, რაც იმ ბავშვმა ჩაიდინა (სკოლის კედლები დაჯღაბნა), კანონდარღვევაა და დანაშაულია, ხოლო ამ ქმედების წახალისება მასმედიისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კიდევ უფრო დიდი დანაშაული და ჯერ კიდევ ფსიქიკაჩამოუყალიბებელ ბავშვებში სუიციდისკენ მიდრეკილების კიდევ უფრო გაღვივება. ხვდებით, ალბათ, რომ ქვები და ტალახი არ მომაკლდებოდა ამ პოზიციის გამო. თუმცა, მიჩვეული ვარ, ის კი არა და რამდენიმე კარგი სამსახური დამიკარგავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკუთარ აზრთან და პრინციპებთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ და, ბოდიში და, ქაქზე არ მითქვამს ბრილიანტების გროვააო, რადგან ის ქაქი ვიღაც დიდი ტუზის, ან მისი შვილის, ან საყვარლის, ან საყვარლის ქმრის მოსაქმებული იყო.

© photo: courtesy of Grin Baretiგრინ ბარეტი
მეამბოხე სნაიპერი-ჟურნალისტი და იმედგაცრუების საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
გრინ ბარეტი

- შედეგებიდან გამომდინარე ამგვარი უკომპრომისო ნაბიჯები არასოდეს გინანიათ?

- ისე რომ არ მოვქცეულიყავი, როგორც ვიქცეოდი, ახლა ალბათ მინიმუმ ერთი სახლით, ერთი აგარაკითა და ერთი საყვარლით მეტი მექნებოდა და მეყოლებოდა, მაგრამ კომპრომისზე არ მივდიოდი და ამას არასდროს ვინანებ. თუ უფრო სერიოზულად გნებავთ, ამ ჩემმა „უხიაგმა“ ხასიათმა და იქიდან გამომდინარე მაშინდელმა ყოფითმა პრობლემებმა შეიწირა ჩემი პირველი ოჯახი და ფაქტობრივად დამაკარგვინა შვილები. ეს ყველაზე მძიმე დარტყმაა, რაც კი ცხოვრებაში მიგემნია...

- "მე“ – ასეთი სახელწოდების ლექსი-ავტოპორტრეტი გაქვთ დაწერილი:

„შენ რას გაიგებ, როცა ვღიღინებ,

მართლა ვმღერი თუ მაშინ ვტირი მე...

ვარ ფენიქსივით ასჯერ დამწვარი,

ამდენივეჯერ - ფერფლით აღმდგარი,

თან მდიდარი ვარ, თან არ მაქვს ფული,

მაქვს ორი სახე... და ერთი გული.

© photo: courtesy of Grin Baretiგრინ ბარეტი
მეამბოხე სნაიპერი-ჟურნალისტი და იმედგაცრუების საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
გრინ ბარეტი

- თქვენი პოეზია – ცალკე თემაა. საკმაოდ იმპულსური ადამიანი ხართ, გაიხსენეთ ლექსი, რომელიც სრულიად უდროო დროს „შემოგეწერათ“...

- უჰ, სულ ასე არ არის?! აი, მაგალითად:

აფეთქებული ველური ვარდი!..

ხარ სულის სითბო და გულის დარდი 

ვერ დამაბრკოლებს ეკალი, ბარდი,

მოვალ და მოგწყვეტ!..

ნახე რა უცებ გაგითამამდი?!

ალბათ შემიჩნდა ეშმაკი ისევ:

თავი დავკარგე და

შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ი ! ! !

სხვათა შორის, ეს ლექსი ბარის თეჯირთან, ხელსახოცზეა დაწერილი...

მარიამ დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო
რეალისტი მხატვრის ახდენილი ოცნება და ნახშირით შექმნილი ფერადი სამყარო

- რომელია ორი რამ, რაც გაოცებთ სამყაროში „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის გარდა“?

1) როგორ შეუძლია ადამიანს, რომ იყოს ასეთი კარგი.

2) როგორ შეუძლია ადამიანს, რომ იყოს ასეთი ცუდი.

- პანდემიის დროს საკუთარ თავთან განმარტოებამ ბევრს პატარ-პატარა აღმოჩენები გააკეთებინა. თქვენ შემთხვევაში რა იყო?

- რა დიდები და ყოვლისშემძლეები გვეგონა თავი და თურმე სინამდვილეში რა პატარები და უსუსურები ვყოფილვართ... საერთოდ, ეს ტესტი იყო, თუ რამდენად დამორჩილდება ადამიანი, უხეშად ვიტყვი, ძაღლივით „ნამორდნიკებით“ და “კამანდებით“ ორი-სამი კაცის ჭკუაზე სიარულს. ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ მორჩილები აღმოვჩნდით და ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდეგი ეტაპი, ანუ როგორც ეძახიან, მეორე ტალღა ალბათ კისრებზე ჯაჭვების გამობმა იქნება...

ნანუკა ჭკუასელი - Sputnik საქართველო
14 წლის ასაკში გამოცემული ლექსების პირველი კრებული და მუზა, რომელიც დელიკატურ ამბებს იწერს

- როგორ ფიქრობთ, რა არის იმედგაცრუების საწინააღმდეგო ყველაზე დიდი „ვაქცინა“?

- საღი აზროვნება, შენდობის უნარი, კაცთმოყვარეობა და სიყვარული. ეკლიანი გზით დაპყრობილი თუნდაც პატარა მთა ბევრად უფრო დიადია, ვიდრე თბილი, კომფორტული ვერტმფრენიდან ჯომოლუნგმის მწვერვალზე გადმობიჯება. დამიჯერეთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0