არჩევნები დეკემბერში ჩატარდება? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა შეიძლება მიიღოს საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ თავად არჩევნები შეიძლება გადაიტანოს

საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით, პარტიებისთვის 1%-იანი გამსვლელი ბარიერით და შემცირებული ერთმანდატიანი ოლქებით.

ამ ფორმულით, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნებზე პირბადეებით: ცესკო-მ პირველი გადაწყვეტილება მიიღო

ორი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის პროტესტის მიუხედავად, ცვლილებების ბოლო საჯარო განხილვაზე ცხადი გახდა, რომ ცვლილებებს მაინც მიიღებენ.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოდგენილია 92 მანდატით. ამ ინიციატივას სჭირდება 113 დეპუტატის მხარდაჭერა, მაგრამ აქ არის ორი ფრაქციის წარმომადგენელი, რომლებიც 7-7 წევრიან ფრაქციებს წარმოადგენენ. ჯამში ეს უკვე არის 106 ხმა. გარდა ამისა, პარლამენტში 16 დამოუკიდებელი წევრია, რომელთა უმეტესობა ამბობს, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გიორგი კახიანმა.

როგორც გაირკვა საჯარო განხილვების დროს, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „დამოუკიდებელი დეპუტატები“.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ცვლილებები იქნება მიღებული სამივე მოსმენით უკვე ივლისში, კომიტეტები პროექტის განხილვას ორშაბათიდან დაიწყებენ.

საქმის მოულოდნელი შეტრიალება

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების მიღების საკითხი შეიძლება გადაიჭრას, თავად არჩევნების ბედი არც ისე ნათელია კორონავირუსის გამო.

„თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია კორონავირუსის მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში არჩევნები დეკემბერში ჩატარდება“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

ეპიდემიოლოგები ჯერ არ აკეთებენ პროგნოზებს, როდის გადაუვლის ქვეყანას კორონავირუსის მეორე ტალღა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ეს შემოდგომაზე მოხდება.

ხანგრძლივი კამათი

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტს შემდგარი შეთანხმების შედეგია. ისინი ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის პრაქტიკულად მთლიან შეცვლას როგორც ადგილების გადანაწილების კუთხით, ისე ხმების დათვლის თვალსაზრისით.

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
ვინ გახდება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი

მხარეები მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში დასავლელი დიპლომატების ძალისხმევის შედეგად მიუსხდნენ. მანამდე იყო პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო. ცვლილებები მაჟორიტარული სისტემის მთლიან გაუქმებას ითვალისწინებდა.

განხილვა გრძელი და რთული აღმოჩნდა და როდესაც ყველას ეგონა, რომ კონსენსუსი შეუძლებელი იყო, მარტში მხარეებმა საბოლოო შეთანხმება გამოაქვეყნეს.

იმავე 8 მარტს მიღწეული მეორე შეთანხმება იმ ადამიანების გათავისუფლებას გულისხმობდა, რომლებსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრებად“ მოიხსენიებს, ხელისუფლება კი – „დამნაშავეებად“. ეს სია ბოლოს სულ რაღაც სამი გვარისგან შედგებოდა: ირაკლი ოქრუაშვილი („გამარჯვებული საქართველო“), გიგი უგულავა („ევროპული საქართველო“) და გიორგი რურუა (ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელი).

მაისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველასთვის მოულოდნელად ორი მათგანი შეიწყალა და გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება დაასახელა. რაც შეეხება რურუას, მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ და ის კვლავ საპატიმროში რჩება.

სწორედ რურუას გამო უგულებელყვეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესწორებების პირველი საჯარო განხილვა და გეგმავენ კენჭისყრაშიც არ მიიღონ მონაწილეობა, თუ რურუა იმ დროისთვის კვლავ საპატიმროში იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0