ვინ გახდება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი

© photo: Georgian Dream / FBირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართალია, არჩევნებამდე ჯერ კიდევ 5 თვეა დარჩენილი, თან ეს კორონაც თავს არ გვანებებს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებში, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიაში, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მაჟორიტარების შესარჩევად და პროპორციული სიის შესადგენად.

მაჟორიტარებს ქართული ოცნება, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში დაასახელებს, თან საკონსტიტუციო ცვლილებები ხომ პირველი-მეორე მოსმენით მაინც ხომ უნდა იყოს მიღებული?

რაც შეეხება პროპორციულ სიას, აქ პირველ ნომერთან დაკავშირებით გასულ დღეებში მედიაში ბევრი ტყუილ-მართალი გავრცელდა. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით:

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ერთპროცენტიანი საცდური ერთკაციანი პარტიებისათვის

იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი?

90-პროცენტიანი ალბათობით, არა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ეხლა საარჩევნო კამპანიის ჩატარების დრო და ხალისი ჰქონდეს. თანაც, ეს ხომ 2012 წელი არაა - როცა მითიური ავტორიტეტის ქველმოქმედი ხალხში გავიდა. ახლა 8 წელია ივანიშვილის მმართველობიდან, კითხვებიც ბევრი დაგროვდა და პრეტენზიებიც და თანაც, რაც ყველაზე მთავარია, კარგი მონაცემების მქონე პროფესიონალების 90 პროცენტი ასევე მზადაა, მმართველ პარტიას მოემსახუროს და ხალხს შეხვდეს. ხოდა, რისი გაკეთებაც სხვას შეუძლია შენს ნაცვლად, როცა ფული გაქვს, უნდა დაიქირავო.

იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია?

ამ კითხვაზე თავად პრემიერი საინტერესო პასუხს სცემს. შესაძლოა, კი, შესაძლოა, არა.

მართალია, გიორგი გახარიას 20 ივნისს სულ გაუხსენებენ, სანამ პოლიტიკაში იქნება, მიუხედავად იმისა, გასცა თუ არა სროლის ბრძანება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ის ეფექტური მენეჯერია და თუ პარტიას ასე დასჭირდა, სიის პირველი ნომერიც იქნება და პრემიერიც.

აი, პარლამენტის თავმჯდომარედ კი გახარია ძნელად წარმოსადგენია და არც განიხილება.

გასულ კვირაში თავად ხელისუფლების მომხრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიის

პირველი ნომრობა ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შესთავაზეს. ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს უკვირს, რა უნდა შემატოს მამუკა ბახტაძემ „ქართულ ოცნებას“.

არჩევნები - Sputnik საქართველო
როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს?

პრემიერი საკმაოდ უხმოდ და გაულანძღავად წავიდა პოსტიდან, მაგრამ არც საოცარი სიმაღლეები დაუპყრია და რაიმით დაუმახსოვრებია ხალხისთვის თავი. მამუკა ბახტაძე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას და ხშირად სტუმრობს ბიძინა ივანიშვილს. ასევე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან - გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად, დროდადრო ამერიკელ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრებს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე პოზიტიურ შედეგზე საუბარი რთულია. მისი პირველი ნომრობის შესახებ ხმები უფრო სპეციალურად და ხალხის რეაქციის მოსასჯნად გამოსული გვგონია.

უფრო რეალური ჩანს პირველ ნომრად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არჩევანის გაკეთება. საქმე ისაა, რომ წულუკიანი ნამდვილად კარგი პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა, იუსტიციის მინისტრობის 8-წლიანი გამოცდილებით.

წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

ასევე რეალურია ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ხმები. თუ პარლამენტის თავმჯდომარედ არა, მინისტრის პოსტზე ხომ აუცილებლად დანიშნავენ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში. ეს კი დიდი ალბათობით ასე იქნება და საუკეთესო შემთხვევაში პარლამენტში 5-6 პარტია შევა და შესაძლოა, კოალიციური მთავრობაც შეიქმნას. თუმცა ჯერ დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი გველის.

ყველა ახალი ამბავი
0