არჩევნებზე პირბადეებით: ცესკო-მ პირველი გადაწყვეტილება მიიღო

გამოწერა
ცესკო მზად არის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს პირბადეებით ყველა ამომრჩეველი და უბნებზე დეზინფექციის ჩატარება განახორციელოს

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. კომისიის ყველა წევრი და ამომრჩევლები კენჭისყრის დღეს პირბადეებით უნდა იყონ, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებზე 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა და დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ წესი იმოქმედებს.

ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
არცერთი ნაბიჯი უნიღბოდ: საქართველოში ჯარიმები ამოქმედდა

„გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე უბნის წევრს ექნება პირბადე, ასევე უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები ხელის ჰიგიენურად დასამუშავებლად. უბნის წევრებს, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, ამომრჩეველთა სიებთან, შესაბამისად ექნებათ ხელზე მორგებული ერთჯერადი ხელთათმანები. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შევა პირბადით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ ტელეარხ Rustavi 2-ის ეთერში.

მისი თქმით, ცესკო მზად არის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს პირბადეებით ყველა ამომრჩეველი და უბნებზე დეზინფექციის ჩატარება განახორციელოს.

დღეისათვის ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. ამჟამად პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ უბნებზე უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც კენჭისყრის გამჭვირვალე პროცესს არ შეაფერხებს და ამომრჩევლებისა და კომისიის წევრების დაინფიცირებისგან დაიცავს.

საქართველოს პრეზიდენტი: პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის >>

ამ ეტაპზე განსახილველ საკითხებს შორისაა პირბადის ტარების პირობებში სიების გადამოწმება ამომრჩევლის ფოტოს და სახის შედარების გზით, დისტანცია საარჩევნო უბნებზე, ტემპერატურის შემოწმება და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0