არცერთი ნაბიჯი უნიღბოდ: საქართველოში ჯარიმები ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი პირბადით
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის პირბადეების სავალდებულო ტარების წესი 15 ივლისამდე მოქმედებს, მაგრამ მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმებს გულისხმობს, შესაბამისი ცვლილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

13 ივნისიდან დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში პანდემიის ან ეპიდემიის დროს პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი, რომელმაც ადამიანის პირბადის გარეშე ყოფნა დაუშვა – 500 ლარით.

20-ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროპოლიტენის მგზავრებსაც პირბადის გარეშე მგზავრობისთვის. იგივე ოდენობის ჯარიმა დაწესდა ტაქსიში პირბადის გარეშე მგზავრობისთვის.

თუ მოქალაქეს არ შეუძლია პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან უნდა აიღოს სპეციალური ცნობა და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი. ასეთ ცნობებს სამედიცინო დაწესებულებები გასცემენ.

დღეისათვის პირბადეების სავალდებულო ტარების შესახებ წესი 15 ივლისამდე მოქმედებს, მაგრამ მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს.

ყველა ახალი ამბავი
0