ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringამოცანის ამოხსნა
ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და დადგენილი წესების მიხედვით, 6-25 ივლისს ჩატარდება.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი: აბიტურიენტების უმრავლესობამ არჩევით საგნად ისტორია ჩაწერა >>

უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნება, ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6-11 ივლისს გაიმართება. 12-13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიას ჩააბარებენ.

14-15 ივლისს მათემატიკა ბარდება, 16 ივლისს – ბიოლოგია.

17-18-19 ივლისს აბიტურიენტები ჩააბარებენ არჩევით უცხო ენას – რუსულს, ინგლისურს, ფრანგულს ან გერმანულს.

20-21 ივლისს დანიშნულია გამოცდა უნარ-ჩვევებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები – რეკომენდაციები ცნობილია

21 ივლისს ასევე ბარდება ლიტერატურა. 22 და 23 ივლისს აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდებს ფიზიკაში, სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში. 24-25 ივლისს დაგეგმილია ქიმიის და სამოქალაქო განათლების გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე მეტი, ხოლო საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მიიტანოს საკუთარი პირბადე).

განათლების მინისტრის მოადგილე: „მასწავლებლების ნაწილს თავისი ცოდნის გამოყენება არ შეუძლია" >>

საგამოცდო ცენტრში შესვლის წინ ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის.

აბიტურიენტებმა დადგენილი რეკომენდაციები უნდა დაიცვან. კერძოდ, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, შესაბამისი მითითების შემდეგ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ ასევე წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

ყველა ახალი ამბავი
0