20:32 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (258)
157 0 0

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მისაღები გამოცდები საქართველოში.

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ არჩეულ საგნებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე. 

2020 წლიდან გაუქმებულ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უმრავლესობამ არჩევით საგნად ისტორია ჩაწერა.

•        ისტორია აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        მათემატიკა -  12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        ბიოლოგია -  3250 -მდე აბიტურიენტმა

•        გეოგრაფია -  1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        ზოგადი უნარები -  4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        ლიტერატურა - 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        სამოქალაქო განათლება -  430-ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        ქიმია - 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        ფიზიკა -  200-ზე მეტმა აბიტურიენტმა

•        სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მისაღები გამოცდები საქართველოში.

განათლების სამინისტრო გამოცდებისა და შეფასების ცენტრთან ერთად აქტიურად მუშაობს გამოცდების უსაფრთხო ჩატარების გეგმაზე და ამ მიზნით მედიკოსებთან და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციებს მართავენ. სწორედ მათთან შეთანხმებით განისაზღვრება გამოცდების გამართვის ზუსტი ვადები.

 

თემები:
განათლება საქართველოში (258)

მთავარი თემები