საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნების ახალ მოდელზე უკვე 2020 წლიდან გადასვლას ეხება. ამჟამად დაწყებულია საყოველთაო განხილვის ეტაპი ონლაინ–რეჟიმში.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას უკვე მომდევნო კვირიდან შეუდგება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარლამენტში განსახილველად მარტის დასაწყისში შევიდა. მისი საჯარო განხილვა ივნისში გადაიტანეს, რადგან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

„ჩვენი საქართველო“ სასწრაფოდ ძლიერ და ქარიზმატულ პოლიტიკოსებს ეძებს>>

„მიმდინარე კვირაში ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა უკვე აჭარაში, კერძოდ, ბათუმში გაიმართება და საჯარო დისკუსიას აჭარის მაუწყებელი უმასპინძლებს. ამის შემდეგ უკვე პარლამენტი იწყებს იმ ცვლილებების განხილვას, რომლებიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება და რაზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ფართო კონსენსუსი იყო მიღწეული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტს მოუწევს შესწორებების მიღება უშუალოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსშიც.

„გარდა ამისა, ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ ასევე საარჩევნო კოდექსთან მიმართებით, სადაც პრაქტიკულად ბოლომდე არის უკვე მიყვანილი მოსამზადებელი სამუშაო, პროექტი მზად არის, ეუთოს, ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კონსტიტუციაში შესწორებების შესახებ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პირველი პირები „ლელოს“ დადებენ? – რას უარყოფს მამუკა ხაზარაძე

პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი მხოლოდ 1%-ია. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში.

მაჟორიტარები გამოვლინდებიან 30 ერთმანდატიან ოლქში. ოლქების ყველაზე მეტი რაოდენობა იქნება თბილისში – 8, დანარჩენი 22 კი 10 რეგიონზე განაწილდება.

საქართველოში საკონსტიტუციო ვნებათაღელვა გრძელდება: ახალი დილემა და ძველი პრობლემა>>

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოში ამომრჩევლის არანაკლებ 5 ათას ხელმოწერას წარადგენენ, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ და მიიღეს სულ ცოტა 15 ათასი ხმა, ასევე პარტიებს, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატმაც მინიმუმ 15 ათასი ხმა მიიღო.

არჩევნები - Sputnik საქართველო
როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს?

არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების განაწილება პარლამენტში გათვლილი იქნება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზე იქნება ორიენტირებული – იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა.

ამ ფორმულით, პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად შეძლებს მხოლოდ იმაზე ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას, რაც მათ პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგებათ.

თუ მანდატების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დადგენილ ლიმიტზე მეტი აღმოაჩნდება, მას გაანაწილებენ სხვა პარტიებსა და ბლოკებს შორის – რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა: რა საკითხებზე შეთანხმდნენ მხარეები

რაც შეეხება შესწორებებს საარჩევნო კოდექსში, გარდა საკონსტიტუციო შესწორებებიდან გამომდინარე ცვლილებებისა, მასში გათვალისწინებულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ეუთოს სადამკვირვებლო ბიუროს (ODIHR) რეკომენდაციები.

კერძოდ, რეკომენდებულია დაბალ დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური წარმომადგენლობის ბალანსი, ასევე – ფაქტობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვროს საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა თითოეულ დონეზე.

რეკომენდაციებს შორისაა აგრეთვე დაჩქარებული ვადების დაწესება იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებას უკავშირდება, და საარჩევნო დავების დარეგულირების სამართლებრივი ჩარჩოების გადახედვა.

ყველა ახალი ამბავი
0